მანჯგალაძე ქეთევან
მანჯგალაძე ქეთევან

მანჯგალაძე ქეთევან ვიქტორის ასული (07.I.1942 სოფ. ზემეტჩინო, რუსეთი), მათემატიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1973). დაამთავრა თსუ–ის ფიზ. ფაკ-ტი (1964). იგი არის საერთაშ. სტატის­ტიკური ასოციაციის წევრი (1996). იყო: თსუ–ის გამოყენებითი მათ. ინ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის განყ-ბაში (1966 –1973). საქ. მეცნ. აკად. ეკონომ. და სამართლის ინ-ტში (1973 – 1978), მათ. ინ-ტში (1978- 1998), თსუ–ში (1998-2003), თსუ–ის მოწვეული ლექტორი(2003-დან). მისი ძირითადი შრომები ეხება განაწილების სიმკრივის არაპარამეტრულ შეფასებებს. არის 7 სახელმძღანელოს თანაავტორი, 2 სახელმძღვანელოს სამეცნ. რედაქტორი, შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის პროექტის „განმარტებითი ლექსიკონი - ცნობარი სოციალურ მეცნიერებაში (თანაავტორი).