•   ავტორი
  • კატეგორიები:
მანია ქეთევან
მანია ქეთევან

მანია ქეთევან როინის ასული (25.VI.1974, ქ. ჯვარი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) – ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე. დაამთავრა თბილ. საერო ინ-ტი „გაენათი“ (1996), თსუ-ის ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ასპირანტურა; საკვალიფიკაციო ნაშრომის - „წყაროთმცოდნეობითი კვლევა საქართველოში XX საუკუნის 60-90-იან წლებში“, დაცვის შედეგად მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკად. ხარისხი (2003). ასწავლიდა თსუ-ის სოხუმის ფილიალში (2005-2006), სოხუმის სახელმწ. უნ-ტში ასისტენტ-პროფესორი (2006-2008), მიწვეული ასისტენტ-პროფესორი (2008-2013). ცხუმ-აფხ-. მეცნ. აკად. ისტ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2017-2020), წამყვანი მეცნ. თანამშრომელი და სწავლული მდივანი (2020 წ-დან). კერძო სკოლა „ცოდნის“ უფრ. მასწავლებელი (2019-2024). თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ახ. და უახლ. ისტ. განყ-ბის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2022 წ-დან). მ. ქ. არის 70-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიის ავტორი, 40-მდე ადგილ. თუ საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მონაწილე, შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის პროექტების გამარჯვებული. ექვთიმე თაყაიშვილის საზ-ების წევრი (2019). იკვლევს ქართ. წყაროთმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიას, XIX–XX სს. ქართ. ეროვნ. იდენტობის ფორმირებისა და ბეჭდურ მედიაში მისი რეპრეზენტაციის საკითხებს, ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობას, „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ისტორიას, თეატრის მნიშვნელობას ქართ. იდენტობის ჩამოყალიბებაში, ქართ.-პოლონურ კულტ.-ისტ. კავშირებს. იყო კრებ. „ქართული წყაროთმცოდნეობა“ (2011-2014), ასევე აკად. მ. ლორთქიფანიძის დაბადების 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშ. კონფერენციის მასალების (2014) სარედაქციო კოლეგიის წევრი.

თხზ.: მანია, ქ. (2008). წყაროთმცოდნეობითი კვლევა საქართველოში XX ს-ის 60-იანი წლებიდან 2007 წლამდე. ნაწ. I. უნივერსალი. ISBN 9789941128011; მანია, ქ. (2009). წყაროთმცოდნეობითი კვლევები საქართველოში (დოკუმენტური წყაროები). ნაწ. II, უნივერსალი. ISBN 9789941122774; მანია ქ. (2011). ქართველთა ნაციონალური კონსოლიდაციის პროცესის ასახვა ბეჭდურ მედიაში – „ივერია“ და მისი მკითხველი საქართველოში (თანაავტ.). უნივერსალი. ISBN 9789941174698; მანია, ქ. (2016). ისტორია თარიღებით: (სახელმძღვანელო მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის). უნივერსალი, ISBN 9789941228698; მანია, ქ. (2020). იაკობ გოგებაშვილი და ქართველობა ბეჭდური მედიის რეპრეზენტაციით. უნივერსალი. ISBN 9789941266959; მანია, ქ. (2021). აფხაზეთი და ქართული იდენტობა. ბეჭდური მედიის რეპრეზენტაციით. მერიდიანი. ISBN 978-9941-34-082-6; მანია, ქ.  (2023). პოლონური იდენტობა ქართულ ბეჭდურ მედიაში: (XIX ს-ის 60-იანი წლებიდან XX ს-ის 40-იან წლებამდე. მერიდიანი. ISBN 978-9941-34-324-7.