-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
მანია გვანჯი მიხეილის ძე (29.V.1918 სოფ. ეწერი წალენჯიხის რაიონი - 16.III.1985). მათემატიკოსი და სტატისტიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1963), თსუ–ის პროფესორი (1964). დაამთავრა: ქ. ზუგდიდის პედ. ტექნიკუმი (1935), თსუ (1940), მოსკოვის პოტიომკინის სახ. პედ. ინ-ტის ასპიტრანტურა (1940). დაჯილდოებულია მედლით „შრომითი მამაცობისთვის 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში“. იყო გორის ბარათაშვილის სახ. პედ. ინ-ტის დოცენტი (1949-1950 ); საქ. პოლიტექნ. ინ-ტის დოცენტი (1950-1953); ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი (1955-1956); საქ. მეცნ. აკად. გამოთვლითი ცენტრის დირექტორის მოადგილე (1956-1964); თსუ–ის გამოყენებითი მათ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე (1966-1972); თსუ–ის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის კათედრის გამგე (1968-1985); საქ. მეცნ. აკად. ეკონომ. და სამართლ. ინ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის სექტორის გამგე (1973- 1983); საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის სექტორის გამგე (1983-1985). ის იყო სხვადასხვა სამეცნ. საზ-ბისა და საბჭოს წევრი, მათ შორის: საქ. მათ. საზ-ბის (პრეზიდიუმის წევრი), სტატისტიკის საერთაშ. ინ-ტის, (1969) - ბერნულის საერთაშ. საზ-ბის, ამერიკის მათ. საზ-ბის, ბერლინის საერთაშ. ჟურნ.-„სტატისტიკის“ სარედაქციო საბჭოს წევრი. მიღებული აქვს ორი სამთავრობო ჯილდო და აკად. ივ. ჯავახიშვილის მედალი. მისი ძირითადი შრომები ეხება მათემატიკური სტატისტიკის არაპარამეტრულ ჰიპოთეზათა შე-მოწმების თეორიას; კოლომოგოროვისა და სმირნოვის განზოგადოებული სტატისტიკების ზღვარითი განაწილების კანონის დადგენას და ტაბულირებას (ეს სტატისტიკები სამეცნ. ლიტერატურაში გ. მანიას სტატისტიკების (კრეტერიუმების) სახელით არის ცნობილი); ორგანზომილებიანი განაწილების სიმკვრივის არაპარამეტრული შეფასების აგებას და მისი თვისებების შესწავლას; მრავალგანზომილებიანი ნორმალური განაწილების სიმკვრივის პარამეტრული შეფასებისა და მასთან დაკავშირებული სტატისტიკების თვისებების შესწავლას. მან საფუძველი ჩაუყარა ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის, როგორც მათ. დარგის განვითარებას საქართველოში. ის საქართველოში ამ დარგში სამეცნ. სკოლის დამფუძნებლად ითვლება. თსუ-ში ჩატარდა პროფ. გ. მანიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშ. კონფერენცია - „ალბათობის თეორიასა და მათემატიკურ სტატისტიკაში “ (2018).
თხზ.: მანია, გ. (1963). მათემატიკური სტატისტიკის ზოგიერთი მეთოდი. საქ. მეცნ. აკად. გამ-ბა; Мания, Г. (1969). Обобщение критерия А. Н. Колмогорова для оценки закона распределения по емпирическим данным. ДАН СССР, 69, 495-497; Мания, Г. (1969). Квадратическая погрешность оценки плотности многомерного нормального распределения по данным выборки,Теория вероятн. и ее примен., 14, 1, 151-155; Мания, Г. (1974). Статистическое оценивание распределения вероятностей. изд. ТГУ.