მამუკელაშვილი ნაირა მიხეილის ასული
მამუკელაშვილი ნაირა მიხეილის ასული

მამუკელაშვილი ნაირა მიხეილის ასული (28.VI.1952, თბილისი), ისტორიკოსი. თსუ-ის პროფესორი (1995), საქართვ. პედ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1996). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1976) და ასპირანტურა დასავლეთ ევრ. და ამერიკის ქვეყნების ახ. და უახლესი ისტორიის განხრით. საკანდი­და­ტო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ბრძოლა საფრანგეთის პოლიტიკური წყობილების დემოკრატიზაციისათვის დიდი რევოლუციის დროს, 1793 წელს“ (1986), ხოლო სადოქტორო დისერტაცია - „ახალი ისტორიის სწავლება ქართულ საშუალო სკოლაში“ (1994). მუშა­ობ­და თსუ-ის ევრ. და ამერიკის ქვეყნების ახ. და უახლესი ისტორიის კათედრის დო­ცენტად, პროფესორად, კათედრის გამგის მოადგილედ (1986-2006). იყო პედაგოგიკის მეცნ. დოქტორი.

თხზ.: მამუკელაშვილი, ნ. (1992, 1995, 1998). ახალი ისტორია. საშუალო სკოლის მე-8 კლასის. სახელმძღვანელო; მამუკელაშვილი, ნ. (1995, 1997, 1998). ახალი ისტორია. საშუალო სკოლის მე-9 კლასის სახელმძღვანელო; მამუკელაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2016). ისტორია: სახელმძღვანელო აბიტურიენტებისა და მოსწავლეთათვის შედგენილია ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამის მიხედვით. თბ, გამომც. მერიდიანი;  მამუკელაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2019). ისტორია: სახელმძღვანელო აბიტურიენტებისა და მოსწავლეთათვის შედგენილია ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამის მიხედვით. თბ., გამომც. საქართვ. მაცნე.