-
ავტორი
- კატეგორიები: ფსიქოლოგი ასოცირებული პროფესორი
მამუკაძე შორენა სოლომონის ასული (10.IV.1976, თბილისი.), ნეიროფსიქოლოგი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტის ბაკალავრიატის სრული კურსი სპეციალობით ზოგადი ფსიქოლოგია (1998), ამავე ფაკ-ტის მაგისტრატურის სრული კურსი სპეციალობით ზოგადი ფსიქოლოგია (ნეიროფსიქოლოგია, 2000) და ასპირანტურა (2007). არის ფსიქოლ. მეცნ. დოქტორი, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ბავშვების, ხანშიშესულებისა და თავის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტების დასახელების კოგნიტიური და ნეიროფსიქოლოგიური ანალიზი“(2007). ეწევა აქტიურ სამეცნ., საგანმან. და პრაქტ. საქმიანობას. არის თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2016), თ. გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის დირექტორი (2017); თ. გაგოშიძის ტრენინგ ცენტრის თანადამფუძნებელი და დირექტორი (2022); საქართვ. ნეიროფსიქოლოგიის ასოციაციის თანადამფუძნებელი (2019). სხვადასხვა დროს იყო საქართვ. ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწ. დეპატრამენტის, საქართვ. ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრის საორგანიზაციო განყ–ბის უფროსის მოადგილე (2000); ნევროლოგიურ პაციენტთა სამედ. და ფსიქო-სოც. დახმარების ცენტრის ნეიროფსიქოლოგი (2000); მასწავლებელთა პროფ. განვითარების ცენტრის ფსიქოლოგი (2008); საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის ფსიქოლოგი (2010); ილიას სახელმწ. უნ-ტის მიწვეული ლექტორი (2010); ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაციის ნეიროფსიქოლოგი (2002); ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის სამეცნ.-პრაქტ. ცენტრის ნეიროფსიქოლოგი (2005) და ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინ-ტის ნეიროფსიქოლოგი (2010). თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნ. პუბლიკაციები, მათ შორის: „პიროვნული ღირებულებები და ორიენტაციები“ (ბროშურა:საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემებისა და ორიენტაციების ზოგადი კვლევა, 2000); „პოლიტიკურად აქტიური და არააქტიური ახალგაზრდების ფსიქოლოგიური პორტრეტები“ (ბროშურა:თბილისის ახალგაზრდობის პოლიტიკური აქტიურობის ხარისხი, 2001); „Транскортикальная смешанная афазия – клинический случай“ (Кавказский вестник, (11), 2005); „Особенности онтогенеза называния“ (Кавказоведение. (9), 2005); „Когнитивные модели называния“ (Кавказоведение (10), 2006); „Эпилепсия как хроническое заболевание: структура представления“ (Кавказский вестник (13), 2005); „განმეორებითი პრაიმინგი მეხსიერების დარღვევის მქონე ინდივიდებთან“ (მაცნე. ფსიქოლოგიის სერია, (1), 2005); „Факторы, влияющие на повторный прайминг“ (Кавказоведение (9), 2005); „Neuropsychological characteristics of Georgian-speaking persons with epilepsy of different etiology“ (Epilepsia, 52, 2011); „Intelligence quotient (IQ) of children with intrauterine antiepileptic drug exposure: Preliminary data“ (Epilepsia, 56, 2015); „Cognitive functions in children exposed to antiepileptic drugs in utero – Study in Georgia“ (Epilepsy & Behavior, 2017); ინკლუზიური განათლების წარმატებული შემთხვევები (2012).
თხზ.:მამუკაძე, შ. (თანაავტორი). (2007). პრაქტიკული მუშაობა ბავშვებთან. (წგნ. II). თბ., შპს სიესტა; მამუკაძე, შ. (თანაავტორი). (2009). მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელო – სიტუაციები სასკოლო ცხოვრებიდან. თბ., მასწავლებელთა პროფ. განვითარების ცენტრი, ISBN: 9789941019982; მამუკაძე, შ. (თანაავტორი). (2025). ვერბალური დასწავლის უნარის დარღვევა და მასთან გამკლავების გზები. თბ., ინტელექტი; ISBN: 9789941318870.