მამრაძე პეტრე გრიგოლის ძე
მამრაძე პეტრე გრიგოლის ძე

მამრაძე პეტრე გრიგოლის ძე (27. II (11. III). 1877, თბილისი-31. VII. 1937, თბილისი), ინჟ.-ჰიდროტექ., ირიგაციის ფუძემდებელი საქართველოში. სწავლობდა თბილ. მე-2 გიმნაზიაში (1898); ჩაირიცხა ოდესის უნ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტზე (1900);  სწავლა გააგრძელა სანქტ-პეტერბურგის ტექნოლ.  ინ-ტში, რ-იც დაამთავრა (1907);  იგი აქტიურად იყო ჩაბმული ქართ. სათვისტომოსა და ქართვ. სტუდენტების საზ. ცხოვრებაში. აქ გაიცნო და დაუახლოვდა ბევრ ცნობილ პიროვნებას: ზურაბ ავალიშვილს, ნიკო ნიკოლაძეს, ანდრია რაზმაძეს, ვარლამ გელოვანს, სპირიდონ ვირსალაძესა და სხვებს. რუს. სწავლის პერიოდში იგი არ შეუერთდა არც ერთ პოლიტ. მოძრაობას და თავის თავს ილია ჭავჭავაძის მიმდევრად თვლიდა. საშობლოში დაბრუნების შემდეგ, ასწავლიდა მათ. თბილ. ქართ. გიმნაზიაში (1907–1910), სადაც ერთდროულად იყო  გიმნაზიის ელექტროსადგურის აგების ხელმძღვ.; წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ების წევრი (1907-წლიდან, აქტიურად იყო ჩაბმული საზ-ბის მუშაობაში); თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ების წევრი (1917-1918); მონაწილეობდა დღევანდელი რუსთაველის თეატრ. მშენებლობაში; დაამუშავა მთაწმინდის პანთეონში ი. ჭავჭავაძის საფლავის არქიტექტურული ნაწ. (1912–1913), ქუთ. თბოელექტროსადგურის, ალაზნისა და დოღლაურის ველების, ლამი-მისაქციელის მიწების მორწყვის პროექტები (1912–1917) და სხვ.; იყო ამიერკავკ. „წყალთა საბჭოს“ წევრი და „წყალთა საქმის“ ინსპექტორი (1917-იდან); თბილ. მთ. ინჟ. (1918–1921): შეადგინა თბილ. ახ. წყალსადენის პროექტი ნატახტრისა და ბულაჩაურის წყაროების საფუძველზე (1919); განაგებდა დას. საქართვ. პირველი სარწყავი სისტემის შექმნისა და ჭაობების დაშრობის სამუშაოებს (1921–1925);  დააპროექტა და ხელმძღვ. ალაზნის,  შირაქის, სამგორისა და  თბილ. ზღვის სარწყავი სისტემების მშენებლობას;  მოამზადა საქართვ. პირველი სამელიორაციო გეგმა (1926–1030); დაამუშავა კურ. წყალტუბოს გენ. გეგმის ძირითადი სქემა და სათავეში ედგა ქართ. ჰიდროტექ. კომპლექსის მშენებლობას (1932–1937); ამავე პერიოდში ლექციებს კითხულობდა სტუ-ში; რეპრესირებული იყო ე.წ. პრომპარტიის (მრეწველთა პარტია) საქმესთან დაკავშირებით (1930–1932).

ლიტ.:  მირცხულავა, ც. (2002). საქართველოში ირიგაციის საქმის ფუძემდებელი: პეტრე მამრაძის დაბადების 125 წელი. საქართველოს რესპუბლიკა, №58; საქართველოს ეროვნული  არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი, თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 4.