მამრაძე პეტრე გრიგოლის ძე
მამრაძე პეტრე გრიგოლის ძე

მამრაძე პეტრე გრიგოლის ძე (8.IX.1952, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1974). საქართვ. მეცნ. აკადემიის  აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის  თბილ. ლაბორ. მეცნ. თანამშრომელი (1975-1995);  ვიცე–პრემიერის თანაშემწე (1992); საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მწვანეთა პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (1992-1995);  საქართვ. სახელმწ. მეთაურის აპარატის ხელმძღვ. (1995); სახელმწ. მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწ. კანცელარიის უფრ. (1995-2003); საქართვ. მთავრობის კანცელარიის უფრ. (2003-2008); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი:"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (2008-2012). არის მრავალი პუბლიკაციური წერილის ავტორი და 14 სამეცნ. ნაშრომის თანაავტორი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი. დაიცვა დისერტაცია თემაზე - "ანიჰილაციის ფუნდამენტური პროცესები ზეძლიერ მაგნიტურ ველებში" (1992). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: ი. გოგებაშვილის სახ. საქართვ. პედაგოგთა კავშირი, თავ-რე (2007); მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსათვის", წევრი (2008); საქართვ. ათლეტიზმის ფედერაცია, თავ-რე (2008); საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995); საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მწვანეები", წევრი (1993-1995); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, თავ–რის პირველი მოადგილე (2008-2009); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2008-2012); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2009); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" (2011-2012); საქართვ. რესპუბლიკის მე-7 მოწვევის პარლამენტის საგარეო საქმეთა საკითხთა კომიტეტი, წევრი (2008-2009). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: ღირსების ორდენი (2006).