-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ფოლკლორისტი
მამისიმედიშვილი ხვთისო ილიას ძე (08. VII. 1965, სოფ. ვეჯინი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი), ფოლკლორისტი, ფილოლოგი, მეცნიერი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1992) და ასპირანტურა (1996); არის ფილოლ. დოქტორი (1998); მუშაობს თსუ-ში (1992-დან); მისი საკანდიდატო დისერტაციის თემაა: „ჯვარ-ხატები საკულტო ტექსტებში“ (1998); არის თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006-დან); მრავალი საერთაშ. სამეცნ. კონფერენციისა და კონგრესის მონაწილე; უმაღლ. საგანმან. პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი (2017-დან); სტუდენტთა სამეცნ.-ფოლკლორულ ექსპედიციის ხელმძღვ. (2011-დან); იკვლევს ქართ. და კავკასიის ხალხთა ფოლკლორის, მითოლ. და ლიტ-რის საკითხებს. არის 150-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მას ეკუთვნის: „ჯვარ-ხატთა სადიდებლები“ (1998); „ვაინახები და ქართველი მთიელები „ (1997) და სხვ.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მამისიმედიშვილი, ხ. (2008). პანკისი, წარსული და თანამედროვეობა. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941130342; მამისიმედიშვილი, ხ. (2009). ჯვარ-ხატები საკულტო ტექსტებში.თბ., უნივერსალი, ISBN 9789941127083; მამისიმედიშვილი, ხ. (2015). ოსური ფოლკლორი:სახელმძღვანელო ჰუმანიტარულ მეცნ. შემსწავლელი სტუდ-თვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941134159; მამისიმედიშვილი, ხ. (2017). საკრალური ისტორიები. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941261282; მამისიმედიშვილი, ხ. (2020). ჩეჩნური და ინგუშური თქმულებები ნართებზე: (გამოკვლევა, ტექსტები, კომენტარები). თბ., სამშობლო, ISBN 9789941967566.