-
ავტორი
- კატეგორიები: მთარგმნელი ფილოლოგი კურსდამთავრებული
მამისაშვილი ნინო (29. III. 1932 თბილისი-10. I. 2021, თბილისი). მთარგმნელი, ფილოლოგი. სსრკ ჟურნალისტთა კავშირის წევრი (1970-1990), საქართვ. კულტ. დამსახ. მუშაკი (1982). მან დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1956). იგი მუშაობდა გამომც. ,,საბჭოთა საქართველოში“ ჯერ რედ., შემდეგ უფრ. რედ., (1957-1993), რედაქციის გამგედ (1979). იგი არის ალექსანდრე ტოროტაძის მიერ შედგენილი რუსულ-ქართული ლექსიკონის პირველი გამოც. გამომცემელ რედ. ასევე ა. ტოროტაძესთან ერთად რუსულ-ქართული პოლიგრაფიული ლექსიკონის თანაშემდგენელი. მ. ნ. აქტიურად ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. თარგმნიდა, როგორც მხატვრულ ასევე სამეცნ. ლიტ-რას. მის თარგმანებს შორისაა: ჯერალდ დარელის ,,მთვრალ ტყეში“ (1967); ჯეი დაისის ,,ვაშინგტონის ისტორია“ (1964); ,,ოქროს შაიბა“ (1965); ი. კრიველევის ,,წიგნი ბიბლიაზე“ (1966); ა. ვარშავსკის ,,ქალაქები საიდუმლოს გვიმხელენ“ არქეოლ. ძიებანი (1966); ე. ველტისტოვის ,,ელექტრონა ბიჭი“ (1972); კორა სანდელის ,,მტვრიანი შარაგზის პირას“, ან და სერჟ გოლონების ,,ანჟელიკა“ და ,,ანჟელიკა ახალ სამყაროში“ (1991); მ. არლაზაროვის ,,თქვენს სახელზე წერილია“; კორა სანდელის მოთხრ. კრებ. ,,მტვრიანი შარაგზის პირას“; ნინო მამისაშვილს ეძღვნება და მის შესახებ მოგვითხრობს ქეთი ტოროტაძის წიგნები ,,ნინოს ცხოვრება“ (2021) და ,,როცა მზე ჩადის“ (2023).
თხზ.: მამისაშვილი, ნ. (მთარგმნელი). (1979). მუზები ვარსკვლავთმფრენების საუკუნეში. თბ., საბჭ. საქართველი; მამისაშვილი, ნ. (1984). ხმელეთსა და ზღვაზე : [მოთხრობები, ნოველები, ნარკვევები]. თბ., საბჭ. საქართველო; მამისაშვილი, ნ. (მთარგმნელი). (2011). დარელი, ჯერალდ. იდუმალი ხმების ქვეყანა; მთვრალ ტყეში. [თბ.], საქართველოს მაცნე.