მამისაშვილი ლევან დავითის ძე
მამისაშვილი ლევან დავითის ძე

მამისაშვილი ლევან დავითის ძე (1903, საგარეჯო-22.VII.1966,თბილისი), ეკონომისტი, მეცნიერი, ბუღალტრული  აღრიცხვისა  და  სამეურნეო  საქმიანობის  კათედრის  დოცენტი.  დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1923-1028), რ-ც სტუდენტი მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში (1925), იყო საკავშ. დაუსწრებელ საფინანსო ინ-ტის ლექტორი (1949-1950), თსუ-ის პედაგოგი (1956). უმაღლ. საატესტაციო კომისის მიერ მიენიჭა დოცენტის წოდება (1960), იყო თსუ-ის  ბუღალტრული აღრიცხვისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის კათედრის გამგე (1963-1966). იგი ჩინებულად ფლობდა რამდენიმე ენას, იყო არაერთი წიგნის ავტორი.

თხზ.: მამისაშვილი, ლ. (1939). საბჭოთა ბუღალტრული აღრიცხვა. თბ.; მამისაშვილი, ლ. (1952, 1955). საკოლმეურნეო ბუღალტერია. თბ, სახელგმი; მამისაშვილი, ლ. (1941). ხელფასი, საქვეანგარიშო თანხები და მათი აღრიცხვა. თბ.; მამისაშვილი, ლ. (1953). ბუღალტრული აღრიცხვა: სამრეწველო ბუღალტერია, ბუღალტრული აღრიცხვის თეორიული კურსით. თბ., ტექნიკა და შრომა; მამისაშვილი, ლ. (1966). ბუღალტრული აღრიცხვის თეორია: ნაწ. 2. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მამისაშვილი, ლ. (1966). სიახლენი ბუღალტრულ აღრიცხვაში: [დამხმ. სახელმძღვ. უმაღლ. სასწავლებლების ეკონ. ფაკ-ტის სტუდენტთათვის]. თბ, განათლება.

ლიტ.: კალანდაძე, მ. (1969). ამაგდარი მეცნიერი, შესანიშნავი მოქალაქე: [ეკონომისტ . მამისაშვილის გარდაცვალების 3 წლისთავის გამო: ცხოვრება და მოღვაწეობა]. საქართველოს სახალხო მეურნეობა, N6, გვ. 90-93; კალანდაძე, მ. (1994). ლევან მამისაშვილი: [ეკონომისტი. გახსენება]. ეკონომიკა, N4-5, გვ. 88-90.