-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი პოეტი დრამატურგი მთარგმნელი ფილოლოგი კურსდამთავრებული
მამფორია ოთარ ანტონის ძე (01. I. 1924, ქუთაისი-17.IX.2000, თბილისი, დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონში). დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პოეტი. ღირსების ორდენით დაჯილდოვდა (1997). მან დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1951) და მოსკ. მ. გორკის სახ. უმაღლ. ლიტ-რის კურსები (1958). მ. ო.-მ გამოაქვეყნა პირველი ლექსი (1940) და პირველი კრებ. "ლექსები და პოემა" (1956). იგი ავტორია სხვადასხვა დროს გამოცემული ლესების, პოემების, პიესების, რომანებისა და საბავშვო მოთხრობების. მათგან აღსანიშნავია: ,,ცისკრის ვარსკვლავი“ (1958), ,,ცისარტყელა ჩანჩქერებში“ (1962), ,,რჩეული ლექსები“ (1966), ,,ეტლი წუთისოფლისა“ (1970), ,,ერთი მუჭა მიწა“ (1971), ,,პიესები“ (1977), ,,მეტეხის ჩრდილში“ (1969), ,,ტაგუ“ (1969), ,,იეთიმ გურჯი“, (1974), ,,უმხედრო ბედაური“ (1982), ,,ჩემი ქუთათური რაინდები“ - რომანი (1995), ,,საქართველო ჩირაღდნად მინთია“ - რომანი (1999) და სხვ. მისი პიესები ანშლაგით იდგმებოდა შ. რუსთაველის, კ. მარჯანიშვილის, ლ. მესხიშვილის სახ. თეატრებში. მ. ო.-მ ქართულ ენაზე თარგმნა ესენინის, ბლოკის, ევტუშენკოს, პასტერნაკის ნაწარმოებები.
თხზ.: მამფორია, ო. (1990). მამფორიზმები. თბ., საქ. თეატრის მოღვაწეთა გამ-ბა; მამფორია, ო. (1992). ლექსები ; პოემა. თბ., საქ. წიგნ. მოყვ. საზ-ბა; მამფორია, ო. (2000). სიცილის ვიტამინები; უღვინო ქორწილი!. თბ., მოდერნისტი; მამფორია, ო. (2012). 100 ლექსი. თბ., ინტელექტი. ISBN: 9789941440137.
ლიტ.: მამფორია ოთარ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6. თბ., 1983, გვ. 400; მამფორია ოთარ. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5, თბ., 2023.