-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მამაცაშვილი გიორგი რევაზის ძე (28.VIII.1982, ქ. თბილისი). დაამთავრა თსუ ფიზიკის ფაკ-ტი (2005). სწავლა გააგრძელა ედინბურგის უნ-ტის დოქტორანტურაში ასტროფიზიკის მიმართულებით სადაც მიენიჭა ფიზიკის დოქტორის ხარისხი (დიდი ბრიტანეთი, 2007-2011). მუშაობდა ტურინის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში პოსტდოქტორანტის თანამდებობაზე (იტალია, 2011-2012). საქართველოში დაბრუნებისთანავე მუშაობდა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე ასისტენტ-პროფესორად (2012-2015). მან მიიღო ჰუმბოლდტის ფონდის პრესტიჟული სტიპენდია (გერმანია, 2015), რომლის ფარგლებშიც გააგრძელა კვლევითი საქმიანობა ჰელმჰოლცის ცენტრში დრეზდენში, სადაც მუშაობს დღემდე. ასევე მიღებული ჰქონდა მ. კიურის გრანტი ევროსაბჭოსგან, რომლის ფარგლებშიც ხანგრძლივ კვლევით მივლინებაში იმყოფებოდა ნ. ბორის ინ-ტში (კოპენჰაგენი, 2018-2019). ასევე მიღებული აქვს გერმ. კვლევითი საზ-ების გრანტი (DFG, 2025) და შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის გრანტები ახალგაზრდა მეცნ. (2013) და ფუნდამენტური კვლევებისთვის (2017, 2023). არის აბასთუმნის ეროვნ. ასტროფიზიკური ობსერვატორიის უფრ. მეცნ.-თანამშრომელი (2020-დან), სადაც მას მიენიჭა აკად. ე. ხარაძის სახ. პრემია (2023). მისი კვლევის სფეროს წარმოადგენს ასტროფიზიკური წანაცვლებითი დინებების დინამიკა, მდგრადობა, ტურბულენტობაში გადასვლის და შენარჩუნების საკითხები და ასევე მაგნიტური დინამოს მოქმედება ასეთ დინებებში. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი შრომა მაღალი იმფაქტ-ფაქტორის საერთაშ. ჟურნალებში. აქვს აქტიური სამეცნ. კოლაბორაციები მსოფლიოს წამყვან სამეცნ. ცენტრებთან (კემბრიჯის უნ-ტი, ტურინის ასტროფიზკური ობესერვ, ნ. ბორის ინ-ტი).