მამასახლისოვი ვაგან ივანეს ძე
მამასახლისოვი ვაგან ივანეს ძე

მამასახლისოვი ვაგან ივანეს ძე (5.XII.1907, თბილისი - 19.VI.1972თბილისი). დაამთავრა თსუ-ის მათემატიკის ფაკ-ტი (1930). მუშაობდა ამიერკავკასიის თბილ. საინჟ. და სატყეო-ტექნიკურ ინ-ტში, სადაც კითხულობდა ლექციებს უმაღლეს მათემატიკასა და თეორიულ მექანიკაში; იყო ლენინგრადის ფიზიკა-ტექ. ინ-ტის ასპირანტი (1933-დან); განაგებდა საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტის თეორ. ფიზიკის განყ-ბას(1941-1960); ეწეოდა მეცნ. და პედაგოგიურ მოღვაწეობას; იყო მრავალი სამეცნ. საბჭოს წევრი; ავტორია 50-ზე მეტი ნაშრომის. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1936); სადოქტორო დისერტაცია (1943). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: პოლიტ. და მეცნ. ცოდნის გამავრცელებელი საზ-ბა, თავმჯდომარის მოადგილე; საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960-1972); საქართვ. მეცნ. აკად. ბირთვული ფიზიკის საპრობლემო საბჭო, თავ-რე. ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე; საპატიო ნიშნის ორდენი; შრომის წითელი დროშის ორდენი.

თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მამასახლისოვი, ვ. (1976). Избранные труды. Тбилиси, Мецниереба; მამასახლისოვი, ვ. (1978). კვანტური მექანიკა, სახელმძღვ. უნ-ტის სტუდენტებისათვის თბილ. უნ-ტის გამ-ბა; მამასახლისოვი, ვ. (1982). მექანიკა, სახელმძღვ. უნ-ტის სტუდენტებისათვის თბილ. უნ-ტის გამ-ბა.