-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი პროფესორი
მამარდაშვილი მერაბ კონსტანტინეს ძე (15.IX.1930, გორი - 25.XI.1990, მოსკოვი; დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში), ფილოსოფოსი, მეცნიერი, თსუ-ის პროფესორი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1954); ასპირანტურა (1957). ფილოსოფიის მეცნ. კანდ. (1961), ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:,,შემეცნების პროცესების ფორმები და შინაარსი“ (1970), პროფესორი (1972). მუშაობდა ჟურნ. „Вопросы философии“-ს რედაქციაში (1957-1961) და ჟურნ. „Проблемы мира и социализма“-ს რედაქციაში (პრაღა, 1961-1966). იყო ჟურნ. „Вопросы философии“-ს მთ. რედაქტორის მოადგილე (1968-1987), მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის პროფესორი და რუსეთის მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი. მოღვაწეობდა თბილისში, იყო: საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტის განყ-ბის გამგე (1980-დან) და თსუ-ის პროფესორი (1987-1990). თბილისში გაიხსნა მისი ბიუსტი (2001, ავტ. ე. ნეიზვესტნი). მ. მ.-ს კვლევის სფეროა ცნობიერების ფენომენოლოგია, შემეცნების თეორია, რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები. ფილოსოფიას განსაზღვრავდა როგორც „ხმიანობაში მოცემულ ცნობიერებას“ და „სულის ჰიგიენას“. მის ნაშრომებში ახლებურადაა გააზრებული რ. დეკარტის, ი. კანტისა და მ. პრუსტის შემოქმედება. სააზროვნო პროცესის სპეციფიკის გამო (საჯარო ლექციების კურსები) წოდებულია „ქართველ სოკრატედ“.
თხზ.: მამარდაშვილი, მ. (1968). ფორმები და შინაარსი აზროვნებისა (რუს. ენაზე). მოსკ.; მამარდაშვილი, მ. (1992, 2018). ფილოსოფიის საფუძვლები. თბ.; მამარდაშვილი, მ. (1992). ჩახშული ფიქრი. თბ., მერანი; მამარდაშვილი, მ. (1993). კარტეზიანული განაზრებანი (რუს. ენაზე). მოსკ.; მამარდაშვილი, მ. (1995). ლექციები პრუსტზე (რუს. ენაზე). მოსკ.; მამარდაშვილი, მ. (1998). ლექციები ფსიქოანალიზის შესახებ. თბ.; მამარდაშვილი, მ. (2000). აზროვნების ესთეტიკა (რუს. ენაზე). მოსკ., ISBN: 5893570742 ; მამარდაშვილი, მ. (2011). ცნობიერების ტოპოლოგია. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941131998; მამარდაშვილი, მ. (2013). ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში. თბ. ISBN: 9789941445347; მამარდაშვილი, მ. (2021). რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941139062.