მამალაძე იური გიორგის ძე
მამალაძე იური გიორგის ძე

მამალაძე იური გიორგის ძე (26.VI.1929, თბილისი-16.VII.2009, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1952). მუშაობდა თსუ-ის ექსპერ. ფიზიკის კათედრაზე (1952–1958). საქართვ. მეცნ. აკად. ფიზ. (1958-1966; 1969-2009) და ლ. ლანდაუს სახ. თეორ. ფიზიკის ინ-ტებში (ჩერნოგოლოვკა, მოსკოვის ოლქი, 1966-1969). მისი სამეცნ. კვლევები ძირითადად ეხება კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში დაბალი ტემპერატურის ფიზიკის კვლევების განვითარებაში.არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიის თანაავტორი. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1984).