-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოლოგი ბიოქიმიკოსი საპატიო დოქტორი
მალოი სტენლი (Malloy Stanley), თსუ-ის სამეცნ. სბჭომ თსუ-ის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სან დიეგოს სახელმწ. უნ-ტის მიკრობული მეცნიერების ფაკ-ტის დეკანს, პროფესორს მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება (28.XII.2015).
მ. ს.-მ ირვინის კალიფორნიის უნ-ტში მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოქიმიის დარგში მოიპოვა დოქტორის ხარისხი, შემდეგ განაგრძო პოსტდოქტორანტურა გენეტიკის კვლევების მიმართულებით უტაჰის უნ-ტში. იგი იკვლევს ბაქტერიულ ფიზიოლოგიას, გენეტიკასა და მიკრობული პათოგენეზის ევოლუციას.
მ. ს.-ის ილინოისის უნ-ტში პროფესორის წოდება მიენიჭა და ბიოტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა (1984), იგი სან დიეგოს სახელმწ. უნ-ტის მიკრობულ მეცნ. ცენტრის დირექტორი და ბიოლოგიის პროფესორია (2002).
მ. ს. ამერიკის მიკრობიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებდა. იგი საზაფხულო ბაქტერიული გენეტიკის კურსს (1990-1995), ხოლო ვეტსონის სამაგისტრო სკოლაში მიკრობული პათოგენეზის კურსს უძღვებოდა (2002-2006). მეცნიერი საერთაშორისო სიმპოზიუმ „მიკრობული პათოგენეზისა და რეაქციების“ თანადამფუძნებელია.
მ. ს. მრავალი წიგნის ავტორი და ჯილდოს მფლობელია. იგი აქტიურად უწევს კონსულტაციებს ბიოტექნიკის დამწყებ და შემდგარ კომპანიებს, იყო რამდენიმე კომპანიის სამეცნ. მრჩეველთა საბჭოს წევრი.