-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მალიშავა მერაბ ზაზას ძე
მალიშავა მერაბ ზაზას ძე (02.VI.1993, ქ. დონეცკი), სწავლობდა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკ-ტზე ფიზიკის მიმართულებით (2012-2016); შეასრულა თეორ. ფიზიკის საერთაშ. ცენტრის პროგრამა (2016-2017) და განაგრძო სწავლა სამხრეთ კორეაში, ქ. დეჯონის ფუნდამენტური მეცნიერებების ინ-ტის, კომპლ. სისტემების თეორ. ფიზიკის ცენტრში, სადაც დაიცვა სადოქტორო ხარისხი. ამ პერიოდში გამოაქვეყნა 5 სამეცნ. ნაშრომი მაღალი იმპაქტ ფაქტორის ჟურნალებში, მათ შორის Physical Review Letters-ში. შრომის ძირითადი მიმართულება არის არაწრფივი მოვლენები და კონდენსირებული გარემოს ფიზიკა.