-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პროფესორი პარტიული მუშაკი
მაქსოევი მიხეილ შაკარშის ძე (31.V.1930, თბილისი - 09.IV.2002), დაამთავრა პოლიტექ. ინ-ტი მსუბუქი მრეწველობის სპეციალობით (1956-1961); თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის ასპირანტურა (1964-1968). მ.მ. მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო თანამდებობებზე (1966–1979); დაიცვა საკანდიდატო (1970) და სადოქტორო დისერტაცია მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და შრომის ეკონ. კათედრაზე და იყო ეკონომიკის მეცნ. დოქტორი (1988), შემდეგ თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტის პროფესორი (1995-2002); საქართვ. სსრ სახელმწ. საგეგმო კომიტეტის ვაჭრობის განყ-ბის უფრ. (1979-1992); კითხულობდა ლექციებს თსუ-ში. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი. იკვლევდა საქართვ. დარგობრივი განვითარებისა და ეკონ. უსაფრთხოების საკითხებს. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1999).
თხზ.: Максоев, М. (1981). Эффективность промишленного производства. изд ТГУ; Максоев, М. (1987). Эффективнность кожеванно овувного производства. Изд., легкая пром; Максоев, М. (1992). Производство и потребление товаров и услуг в Грузии : Вопросы рынка. Тб., Мецниереба; Максоев, М. (1995). Основы предпринимательства и бизнеса в Грузии. Тб.; მაქსოევი, მ. (1997). მეწარმეობისა და ბიზნესის საფუძვლები საქართველოში. თბ.; მაქსოევი, მ. (1998). კავკასია : კომპლექსური ანალიზი, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაციის გზები, გეოპოლიტიკის საკითხები. თბ.
ლიტ.: მაქსოევი მიხეილ შაკარშის ძე. საქართველო: ენციკლოპედია. (2023), ტ.5, გვ. 582.