მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრა
მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრა

მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრა (1983-2006). მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრის შექმნა  უკავშირდება აკად. ე. ანდრონიკაშვილის ინიციატივით ექსპერიმენტალური ფიზიკის კათედრასთან საგნობრივი კომისიის ჩამოყალიბებას (გამგე პროფ. გ. მრევლიშვილი, 1963). მის ბაზაზე შეიქმნა ეს კათედრა (1983). კათედრაზე სამეცნ. კვლევა მიმდინარეობდა მოლეკულური ბიოლოგიის და ბიოფიზიკის, სამედ. ბიოფიზიკის და რადიბიოლოგიის, მოლეკულური ეკოლოგიის, სტრუქტურული ვირუსოლოგიის საკითხებში.