მახვილაძე მიხეილ თენგიზის ძე (18.VII.1977, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის საბაკალავრო (1998), სამაგისტრო (2001) პროგრამები. მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ატომური და ბირთვული ფიზიკის კათედრაზე ბირთვული ასტროფიზიკის ლაბორატორიაში (ბოლო პოზიცია უმცროსი მეცნ. თანამშრომელი, 2000-2012). თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (ბოლო პოზიცია უფრ. ინჟ., 2012-2013). მ. მ. დღემდე მუშაობს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლ. დეპარტამენტში (ბოლო პოზიცია სისტემური ადმინისტრატორი, 2013-დან). მ. მ.-ს სამეცნ. კვლევების სფერო: რელატივისტური ბირთვული ფიზიკა; საინფორმაციო ტექნოლ., არის რამოდენიმე სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში: „Mathematical Models for Extraction of Useful Information from Cosmogenic Radiocarbon Experimental Data“ (GESJ: Physics, 2(10), 46-51, 2004); „Variations of Cosmic Ray Intensities during the Last Several Centuries via Determination of Cosmogenic Radiocarbon Concentration“ (Bull. of the Georg. Nation. Acad. of Scie., vol.171, no.3, pp. 41-44, 2005); „Concentration of 10Be and 14C in samples of known ages“ (Georg. Scie. and Techn. Devel., 393-396, 2011). მ. მ. არის რამოდენიმე ადგილ./საერთაშ. სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე.