-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი
მახარობლიძე თამარ (24. I. 1959, თბილისი) ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. იყო საქართვ. განათლების სამინისტროს მასწავლებელთა და ხელოვნ. ცენტრ. ინ-ტის სარედაქციო-საგამომცემლო განყ-ბის რედაქტორი (1981-1983); საქართვ. სახელმწ. ტელევიზიის უცხოეთის ქვეყნებზე მაუწყებლობის მთ. რედაქციის საგარეო ურთიერთობათა ჯგუფის უფ. რედაქტორი (1984-1992); თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ახ. ქართ. ენის კათედრის დოცენტი (1988-2005); გახდა საქართვ. რესპ. მწერალთა ცენტრის მწერალი, ჟურნალისტი (1994-დან); საზ. საქმეთა ინ-ტის („ჯიპა“) მიწვეული ლექტორი, საერთაშ. მედია მენეჯმენტის ექსპერტი (2004-დან); იყო მიწვეული პროფესორი იენის ფრიდრიხ შილერის სახ. უნ-ტის კავკ. ენების განყ-ბაში (გერმანია) (2018); დაინიშნა თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათედრის პროფესორად (2005-2006); იყო სეულის სანგმიუნგის უნ-ტის მიწვეული პროფესორი (სეული, სამხრ. კორეა) (2007-2008); საქართვ. საპარტიარქოსთან არსებული წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის სრული პროფესორი (2008-2010); იყო კონსუტლანტი InWent-GIZ-ის (გერმანია) (2009, 2010, 2011); მუშაობდა არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნ. ინ-ტის ქართველური ენების განყ-ბის მთავარ მეცნიერ თანამშრომლად (2009-2017); იყო ლინგვისტი-მკვლევარი USAID-ის პროექტებში (2011-2012); ილიას სახელმწ. უნ-ტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის მეცნიერ-მკვლევარ თანამშრომლად მუშაობდა (2012-2013); ილიას სახელმწ. უნ-ტის ხელოვნ. და მეცნ. ფაკ-ტის სრული პროფესორი (2013-დან); ილიას სახელმწ. უნ-ტში ქართ. ჟესტური ენის ლაბორატორიის ხელმძღვ. (2013-დან); იყო ლაიდენის ლინგვისტთა საზაფხულო სკოლის (ნიდერლანდები) მიწვეული პროფესორი, ქართ. ენის ლექტორი (2014); მიიწვიეს პარიზის უნ-ტის (The École pratique des hautes etudes) კავკასიოლოგიის განყ-ბაში (2014); იყო სტოკჰოლმის უნ-ტის ლინგვ. განყ-ბის (ჟესტური ენები) მიწვეული პროფესორი (2015); მუშაობდა პარიზის სორბონას უნ-ტის პროექტის მთავარ მეცნიერად (საფრანგეთი), პროექტი LaDyCa – ენათა დინამიკა კავკასიაში (2017-2018); მიიწვიეს ამსტერდამის უნ-ტის ლინგვ. განყ-ბაში, ჟესტური ენები (ნიდერლანდები) (2018), ჰაიფას უნ-ტის ჟესტური ენების ლაბორატორიაში (ისრაელი) (2018). შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის კონკურსში მიღებული აქვს „წლის საუკეთესო მეცნიერის ჯილდო“ (საქართვ. შემსწავლელი მეცნიერებები) (2017). გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (2005), მოგვიანებით — პროფ. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო: „ადრესატობის კატეგორიის მორფოლოგიური სისტემა ბასკურში, მისი სინქრონიული ანალიზი და ტიპოლოგიური დახასიათება“ (1988); სადოქტორო დისერტაციის თემა: „ქართული და ბასკური დესტინაციური სისტემების ტიპოლოგია“ (2005). მ. თ. იყო აშშ ნევადის შტატის ქალაქ რენოს ბასკურ-ამერიკული საზ-ბის წევრი, საპატიო პროფესორი (1985-1992). არის აკადემიურ კვლევათა მსოფლიო ასოციაციის (ATINER) აკადემიური წევრი (ათენი, საბერძნეთი) (2013-დან); სლავური, აღმოსავლეთ ევროპული და ევრაზიული კვლევების ასოციაციის წევრია (ASEEES) პიტსბურგის უნ-ტში, ამერიკაში (2015-დან). ცენტრ. ევრაზიული კვლევების ასოციაციის წევრი გახდა (CESS) პიტსბურგის უნ-ტში, ფილადელფია, აშშ (2009-დან). გოტინგენის უნ-ტის ჰუმანიტარული სკოლის უფრ. წევრია (GSGG) (გერმანია) (2018-დან).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მახარობლიძე, თ. (2005). დესტინაციურ სისტემათა ტიპოლოგია: ქართული და ბასკური ენების მასალა. ნეკერი. ISBN: 9994085069; მახარობლიძე, თ. (2007). ბასკური და ქართველური დესტინაციური სისტემების ტიპოლოგია. ენათმეცნ. ინ-ტი. ISBN: 9789994091157; მახარობლიძე, თ. (2012). ქართული ჟესტური ენა: ტრენინგის სახელმძღვანელო: მესამე საფეხური: გზამკვლევი ტრენერისათვის; მახარობლიძე, თ. (2019). ქართული ჟესტური ენის ზმნის მორფოლოგია: მონოგრაფია (თანაავტორი). ილიას სახელმწ. ISBN: 9789941183317.