-
ავტორი
- კატეგორიები: ფსიქოლოგი
მახარაძე თამარ ნოდარის ას (31.I.1969, ქ. თბილ.), ფსიქოლოგი, საჯარო პოლიტიკის დოქტორი (2009), თსუ-ის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ–ის ფსიქოლოგიის ფაკ-ტი (1992). მ.თ. სხვადასხვა დროს ეწეოდა სასწ. და სამეცნ.-კვლევით საქმიანობას თსუ-ში. არის თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2005). იყო თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის დეკანის მ/შ. (2014), ამავე ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2014–2023). ხელმძღვანელობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრს (2013) და სოცი. მუშაობის სადოქტორო პროგრამას (2021). არის სპეც. მასწავლებლის მომზადების საგანმან. პროგრამის ხელმძღვ. (2024). სამეცნ.-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში იყო მიწვეული მკვლევარი ვაშინგტონის უნ-ტში (2010), კემბრიჯის უნ-ტში (ინგლისი, University of Cambridge, 2012) და ლოზანის უნ-ტში (საფრანგეთი, Université de Lausanne, 2012). მ.თ.–ს სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავს სოც. მუშაობის, ინკლუზიური განათლების, შშმ პირთა სოც. ინტეგრაციის, ხანდაზმულთა სოც. დაცვისა და სოც. პოლიტიკის საკითხებს. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშ. რეფერირებად ჟურნალებში, კოლექტიურ მონოგრაფიებსა და სამეცნ. კრებულებში. კვლევებში გაანალიზებულია უმაღლეს საგანმან. დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების დანერგვის ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები, შშმ პირთა დასაქმების პოლიტიკა საჯარო სექტორში, ხანდაზმულთა სოც. და ჯანმრთელობის მდგომარეობა, აგრეთვე შშმ ბავშვების მქონე მიგრანტი ოჯახების სოც. ინტეგრაციის პრობლემატიკა ევროპულ კონტექსტში.
თხზ.: მახარაძე, თ. (თანაავტორი). (2014). სოციალური მუშაობის კვლევის მეთოდები. თბ. უნ–ტის გამ–ბა. ISBN 978-9941-13-989-5.