-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი პროფესორი დოქტორი
მახარაძე თამარ ივანეს ასული (15.XI.1951, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლოგიის ფაკ-ტი (1973) და ასპირანტურა (1976). ფილოსოფიის მეცნ. კანდ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,კულტურა და სოციალური სისტემა“ (1981). ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი (2001), პროფესორი. მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტში (ახლანდ. ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტი) სხვადასხვა სამეცნ. თანამდებობაზე (1977-დან). ამჟამად არის ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი და ეწევა პედ. მოღვაწეობას თბილ. სხვადასხვა უმაღლ. სასწავლებელში. მ. თ.-ის სამეცნ. კვლევის სფეროა: სოც. ფილოსოფია, კულტურის ფილოსოფია და ფილოსოფიური ანთროპოლოგია. მის ნაშრომებში საფუძვლიანადაა შესწავლილი კულტურის ფენომენი, მისი სტრუქტურა და ფუნქციები საზ-ებრივ სისტემაში. იკვლევს კულტ. იდენტობის, ტრადიციისა და ნოვაციის მიმართებას, ასევე ადამიანის არსებობის სულიერ განზომილებებს თანამედროვე ცივილიზაციის კონტექსტში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კულტურის ფილოსოფიის მეთოდოლოგიური საკითხების დამუშავებაში.
თხზ.: მახარაძე, თ. (1985). კულტურა როგორც სოციალური ფენომენი. თბ., მეცნიერება; მახარაძე, თ. (1995). კულტურის ფილოსოფიის ნარკვევები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მახარაძე, თ. (2000). ადამიანი და კულტურა ღირებულებათა სამყაროში. თბ., მერიდიანი, ISBN: 9992832134; მახარაძე, თ. (თანაავტორი). (2012). სოციალური ფილოსოფია. თბ., უნივერსალი ISBN: 9789941175787.