მახარაძე ნინო ივანეს ას
მახარაძე ნინო ივანეს ას

მახარაძე ნინო ივანეს ას (16.III.1932, ქ. თბილ.), ფილოლოგი, მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1955) და ასპირანტურა (1964). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „პირველი რუსული გაზეთი კავკასიაში (1828–1832)“ (1968); სადოქტორო დისერტაცია თემაზე „რუსული გაზეთი კავკასიაში XIX ს. 40–50-იან წლებში“ (1985). მუშაობდა საქ. პოლიტექნიკურ ინ-ტში რუს. ენის მასწავლებლად (1956); შემდგომ ამავე კათედრაზე ეკავა უფრ. მასწავლებლის თანამდებობა. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ჟურნალისტიკის კათედრასთან, სადაც მუშაობდა სხვადასხვა აკად. თანამდებობაზე (1961–დან). მ.ნ. კითხულობდა რუს. ჟურნალისტიკის ისტ. კურსს ჟურნალისტიკის ფაკ-ტის ქართ. და რუს. სექტორებზე; იყო ჟურნალისტიკის ისტ. კათედრის გამგის მოადგილე. მ.ნ. არის ორი მონოგრაფიისა და მრავალი სამეცნ. და პუბლიც. სტატიის ავტორი. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნ. მოღვაწეობისათვის (1998); იყო საქ. ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი.

თხზ.:Махарадзе, Н. (1976). Первая русская газета на Кавказе (1828-1832). – Тб., Советская Грузия.