მახარაძე მაია ჯემალის ას
მახარაძე მაია ჯემალის ას

მახარაძე მაია ჯემალის ას (11.IX.1963, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, სპეციალობით ბიოფიზიკა (1987). დაამთავრა საქართვ. მეცნ.  აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის და ბიოლოგიური ფიზიკის ინ-ტის ასპირანტურა (1990). მიენიჭა ბიოლოგიის დოქტორის ხარისხი (PHD, 2004).  ამავე წლიდან მუშაობდა მოლეკულური ბიოლოგიის და ბიოლოგიური ფიზიკის ინ-ტში. იყო თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტთან არსებული  ბიოფიზიკისა და ბიო-ნანომეცნიერებების სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი (2009-2018). მ.მ.-მ სამეცნ. მოღვაწეობა დაიწყო სსიპ ივ. ბერიტაშვილის ექსპერ. ბიომედიცინის ცენტრში (2010-დან). დღემდე, არის ბიოფიზიკის ლაბორ. ხელმძღვ., მთ. მეცნ. თანამშრომელი და ცენტრის სამეცნ. საბჭოს სწავლული მდივანი (2010-დან). სამეცნ. ინტერესთა სფერო დაკავშირებულია გლობულური ცილების სტაბილობას, კონფორმაციულ მოქნილობასა და ფუნქციურ აქტივობას შორის ფუნდამენტური ფიზიკური  კავშირის შესწავლასთან. მისი სამეცნ. გუნდი ახორციელებდა და დღესაც ახორციელებს  თერმოდინამიკური (კალორიმეტრია) და კინეტიკური (ციკლური ვოლტამპერომეტრია) ექსპერ. მეთოდოლოგიების კომბინირებულ გამოყენებას, ასევე მიღებული მონაცემების ანალიზს თანამედროვე თეორ. წარმოდგენების საფუძველზე (2000-დან). ლაბორ. თანამშრომლებთან ერთად აქვს კავშირები უცხოეთის სამეცნ. ცენტრებთან. კოლეგებთან ერთად (თსუ-ის ბიოფიზიკის კათედრა), გახლავთ არა ერთი სამეცნ. საგრანტო პროექტის მონაწილე, 30-ზე მეტი სამეცნ. სტატიის ავტორი და თანაავტორი. ახორციელებს ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, არის ასოცირებული პროფესორი.