-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
მახარაძე გიორგი ალექსანდრეს ძე ( 26. IX. 1948, თბილისი), ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. დოქტორი (2002). დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1971); ასპირანტურა (1976). იყო ანალიზური ქიმიისა და გარემოს ქიმიის კათედრის ასისტენტი (1979–1984); შემდეგ დოცენტი (1984–2003); დაიცვა სადოქტორო დისერტავია თემაზე“ ბუნებრივი წყლებიდან გამოყოფილი ფულკომჟავების გამოკვლევა და მათი ნაერთები მზიმე ლითონებთან„ (2002); პროფესორი (2003). იყო გარემოს კონტროლის ლაბორ. გამგე და პროფესორი (2003-2006); მ. გ. მუშაობდა სახელმწ. მეთაურთან არსებული სამხ.-სამეცნ. კომპლექსისა და საბრძოლო მასალების წარმოების ჯგუფის უფრ. თანაბდებობაზე (1993-1994); იყო საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტში დისტანციური სწავლების ქიმიის მიმართულების ხელმძღვ. (2007–2010). მ. გ. არის თსუ-ის პროფესორი (2012-დან). მისი სამეცნ. გამოკვლევები ეხება ანალიზური ქიმ. და გარემოს ქიმიის საკითხებს. მან საქართველოში პირველმა დაიწყო ბუნებრივ წყლებში მძიმე ლითონების მიგრაციის ფორმებისა და მძიმე ლითონების ბუნებრივ მაკრომოლეკულებთან (ფულვომჟავებთან და ჰუმინის მჟავებთან) კომპლექსწარმოქმნის პროცესების სისტემატური შესწავლა; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო დისაერტაცია და 25 სადიპლომო ნაშრომი; არის 100 -ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი; მიღებული აქვს ეუთოს (OSCE), NATO-ს, სოროსის ფონდის საერთაშ. ეკოლ. ასოციაციის (YSR), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), მსოფლიო ბანკის (WB) და საერთაშ. სამეცნ.-ტექ. ცენტრის (ISTC) გრანტები. მისი ნაშრომებია: „Cloud-point preconcentration of fulvic and humic acids“ (Talanta, 1999, v. 48); „New Version of Calculation of Stability Constant of Metal-fulvate Complexes on the Example of Zinc Fulvate“ (International Journal of Environmental Science and Technology, USA, 2018, v. 15); „Investigation of the Complex Formation Process of Lead (II) with Natural Macromolecular Organic Substances (Fulvic Acids) by the Solubility and Gel Chromatographic Methods“ (Chem. Technology, 2023, v. 17)
თხზ.: მახარაძე გ. (თანაავტორი). (1991). მჟავურ-ფუძური თეორიები: სასწ. დამხმ. მასალა "ანალიზური ქიმიის თეორიული საფუძვლების" კურსის ნაკვეთისათვის). თბ., უნ-ტის გამ-ბა; მახარაძე გ. (2009). ფულვომჟავები. თბ.
ლიტ.: მახარაძე გიორგი ალექსანდრეს ძე. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 5. თბ.,2023, გვ. 618.