მახალდიანი ნუგზარ ვლადიმერის ძე
მახალდიანი ნუგზარ ვლადიმერის ძე

მახალდიანი ნუგზარ ვლადიმერის ძე (28.XI.1952, თბილისი), დაამ­თავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1974). მუშაობდა ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტში (JINR, დუბნა, რუსეთი, 1973-1974), თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (1974-1976). დღემდე მუშაობს JINR-ში უფრ. მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე (1977-დან). მ. ნ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე: „Approximate methods of the field theory and their applications in physics of high energy, condensed matter, plasma and hydrodynamics“ (დუბნა, 1980). მ. ნ. არის 100-მდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში:„Regular method of construction of the reversible dynamical systems and their linear extensions – Quanputers“ (Phys. Atom. Nucl., v.74, 2011); „Fractal Calculus (H) and some Applications“ (Physics of Particles and Nuclei Letters., v.8, 2011); „Space Dimension Renormdynamics" (Particles 3, 2020). მ. ნ. არის მრავალი საერთაშ. კონფერენციის/ფორუმის მონაწილე და ითვლება ატომური ენერგეტ. და მრეწვ. ვეტერანად (1993-დან). თეორ. ფიზიკაში შემოიტანა ახალი ცნებების მთელი რიგი: დრო-სივრცის განზომი­ლების დინამ. მოდელი, რაც უწყვეტად ცვლადი (ფრაქტალური) განზომილებების განხილვის შესაძლებლობას იძლევა;  ფრაქტალური წარ­მოებულის და ინტეგრალის ორიგი­ნ. განმარტება, რასაც სხვა განმარტებე­ბის­თვის (ლ. ეილერი, ჟ. ლიუვილი და სხვ.) დამახასიათებელი სინგუ­ლარობები არ აქვს; ნაწილაკთა რიცხვის განზომილება, რამაც გაამარტივა მრ. დაბადების პროცე­სების (ინკლუზიური პროცესები) უნივერსალურ კანონ­ზომი­ერებათა გამოყვანა; რენორმალიზაციური ჯგუფის სხვადასხვა ფორმის გამაერთიანებელი ცნება - რენორმდინამიკა, რომლის საშუალებითაც ხერხდება ზუსტი ფორმულების აგება უნივერს. თანაფარდობებისთვის; შრედინგერის ფორმის კვანტური თეორია განაზოგადა ანალოგიური არაწრფივი განტოლებით ურთიერთ­ქმედების პოტენცია­ლის­თვის, რის შედეგად ტალღური ფუნქცია და პოტენციალი ჰამილტონური სისტემის შეუღლებულ სიდიდეებად წარმოგვიდგა. ანალოგიურად განიხილა ზოგადი დისკრე­ტული და უწყვეტი სისტემები და შემოიტანა კვანტიუპერის ცნება, რ-იც მოიცავს თანამედროვე კვანტური კომპიუტერის მოდელებსაც; ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა, რაც სტოუნის ერთეულების (მასა, სიგრძე და დრო) თანახმად (ეყრდნობა გრავიტაციულ მუდმივას, სინათლის სიჩქარესა და ელემენტარულ მუხტს), უფრო ფუნდამენტურია, ვიდრე პლანკის ერთეულები. ამ მნიშვნელოვანი ჰიპოთეზის თანახმად, კვანტური თეორია უნდა გამომ­დინარეობდეს უფრო ფუნდამენტური თეორიიდან, ხოლო პლანკის მუდმივა უნდა გამოისახოს სხვა ფუნდამენტური კონსტანტებით.