მაკფარლეინი, ს. ნილ
მაკფარლეინი, ს. ნილ

მაკფარლეინი, ს. ნილ (MacFarlane, S. Neil – 07.III.1954),  თსუ-ის სამეცნ. საბჭომ უნ-ტის საერთაშ. ურთიერთობების მიმართულების განვითარებისა და ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა აღზრდის საქმეში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის გამოჩენილ მეცნიერს, ოქსფორდის უნ-ტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორს მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება (29.VI.2011).

მ. ნ. რუსეთის საგარეო პოლიტიკისა და ყოფილი საბჭ. კავშირის რეგიონული განვითარების სპეციალისტია. იგი დაინტერესებულია ყოფილი კომუნისტური ქვეყნების ეკონ. და პოლიტიკის გარდაქმნითა და საერთაშ. ორგანიზაციების როლით სამოქალაქო კონფლიქტების მართვასა და მოგვარებაში.

მ. ნ. ოქსფორდში საერთაშ. ურთიერთობის პროფესორად დაინიშნა (1996). იგი პოლიტიკისა და  ინტერნაციონალური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვ. იყო (2005-2010), იგი ასევე იყო ოქსფორდის უნ-ტის სოციალურ მეცნ. განყ-ბის უფროსის მოადგილე (2008-2010).

მ. ნ.-ს ჟენევის პოლიტიკური უსაფრთხოების ცენტრის ასოცირებული პროფესორის სტატუსი ჰქონდა (2004-2010). ის იმყოფებოდა ევროპულ კოლეჯში (ბრუგე), სადაც შეისწავლა და გამოიკვლია თანამედროვე უსაფრთხოების ნორმები (2007-2008). მ. ნ. სინგაპურის ნანიანგის ტექ. უნ-ტის სტრატეგიული კვლევების პროფესორი იყო (2008).

მ. ნ. თსუ-ის სოციალურ მეცნ. ცენტრს ეწვია და დიდი ინტერესი გამოიჩინა ყოფილი საბჭ. კავშირის ქვეყნების უმაღლ. განათლების რეფორმისადმი (2010-2013). იგი, აგრეთვე, რუსეთ-ევრაზიის პროგრამის ასოცირებული მკვლევარი  და სოციალურ მეცნ. ცენტრის (თბილისი) ხელმძღვანელია.