-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი დოქტორი კურსდამთავრებული
მაქარაშვილი ვახტანგ ვაჟას ძე (10.XII.1979, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ბაკალავრიატი ინფორმატიკის განხრით (2001). სწავლა გააგრძელა თსუ-ის მაღალი ენერგიების კათედრაზე, თუმცა აშშ-ს აიდაჰოს უნ-ტის სრული დაფინანსების მოპოვების შემდეგ მაგისტრატურაში სწავლა აიდაჰოს შტატში განაგრძო რადიაციის ფიზიკის განხრით. სამაგისტრო ნაშრომი დაიცვა თემაზე: „რადიაციული ნარჩენების შესწავლა ბირთვული იზომერების გამოყენებით“ (2004). სადოქტორო დისერტაცია გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის მიმართულებით დაიცვა თემაზე: „მიკროსკოპული დეფექტების აღწერა პოზიტრონების გამოყენებით“ (2009). თემაზე მუშაობის დროს ექსპერიმენტებს ატარებდა აიდაჰოს წრფივი ამაჩქარებლის ცენტრში (Idaho Accelerator Center - IAC). სტუდენტობის წლებში აქტიურად იყო ჩართული რადიაციის ფიზიკის (Health Physics Society), Conference on Accelerator Applications in Research and Industry (CAARI) და Accelerator Applications (AccApp) კონფერენციებში, წარმოდგენილი აქვს მრავალი ნაშრომი. მიღებული აქვს H. Wade Patterson Memorial Award საუკეთესო სტუდენტური სტატიისთვის (2004). სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ მუშაობა დაიწყო პოსტ-დოქტორის (Post-Doctoral), შემდეგ კი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე არგონის სახელმწ. ლაბორ. (Argonne National Laboratory) ბირთვული ინჟინერიის განყ-ბაში. მუშაობის სფერო იყო სამედ. იზოტოპების წარმოების კვლევა წრფივი ამაჩქარებლის გამოყენებით. მიღებული აქვს ჯილდო არგონის ლაბორ. საინჟ. და სამეცნ. პროგრამებში შეტანილი წვლილისთვის. არგონში მუშაობის პარალელურად მეორე მაგისტრატურა დაამთავრა ჩიკაგოს უნ-ტის კომპიუტერულ მეცნიერებებში (University of Chicago, 2017). მუშაობდა იგივე ლაბორ. მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების განყ-ბაში, სადაც კვლევის სფერო იყო ბირთვული აპლიკაციებისთვის ტურბულენტური ნაკადების მოდელირება (Computational Fluid Dynamics-CFD) არგონის სუპერკომპიუტერის (MIRA) გამოყენებით (2015-დან). ავტორი და თანაავტორია 50-მდე მეტი სამეცნ. სტატიის ფიზიკის და მოდელირების საკითხებში. მათ შორის: ,,Simulations of a LINAC-based photoneutron source” (Nuclear Instruments and Methods in Physics Research Section A: Accelerators10.1016/j.nima.110, 2012); ,,Fission-produced 99Mo without a nuclear reactor” (Journal of Nuclear Medicine 58 (3), 2017); ,,A performance analysis of ensemble averaging for high fidelity turbulence simulations at the strong scaling limit” (Computer Physics Communications 219, 236-245, 2017).