-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
მაისურაძე ნუნუ არჩილის ასული (29.VI.1934, თელავის რ-ნი სოფ. წინანდალი – 2017, თელავის რ-ნი სოფ. წინანდალი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1957). დაამთავრა ასპირანტურა, დაიცვა დისერტაცია თემაზე:„პოლიარილატები პოლიციკლური ბისფენოლების ბაზაზე“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1970). მუშაობდა პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ლაბორატორიაში (1958-2017). სხვადასხვა დროს იყო მეცნიერ-თანამშრომელი, უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. მის მიერ ჩატარებაულია კვლევები ახ. ტიპის თერმომდგრადი პოლიმერების სინთეზის მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნ. პუბლიკაცია, მათ შორის 65 სამეცნ. სტატია. SCOPUS ბაზაში შესული პუბლიკაციებიდან აღსანიშნავია „Thermal conversion of filled polymer compositions of aminoplast“, (Acta PolymericaOpen source preview, 42(2-3), 1991) და „Synthesis and study of diols containing bisphenol fragments and of polymers produced on their basis“, (Acta PolymericaOpen source preview, 39(8), 1998). მიღებული აქვს 8 ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობება. მონაწილეობდა ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებებში. სხვადასხვა დროს იყო სამეცნ. ფონდების მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტების მონაწილე. მონაწილეობდა სს „ლომისის“ ტერიტორიაზე მცირე წარმადობის დანადგარის მონტაჟში და სამაცივრე დანადგარებისთვის თერმოსაიზოლაციო მასალის ქაფპოლიმერის მიღებაში (2006).