მაისურაძე მარინა შოთას ასული
მაისურაძე მარინა შოთას ასული

მაისურაძე მარინა შოთას ასული (29.IX. 1960, სოფ. ნაქალაქევი, ასპინძის მუნიციპალიტეტი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის სააღრიცხვო  ეკონ. ფაკ-ტი, ეკონომისტის სპეციალობით (1978-1982); ამავე ფაკ-ტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანალიზის კათედრის ასპირანტურა (1986-1989), მუშაობდა ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ზე აღრიცხვა, ანალიზისა და აუდიტის კათედრაზე ლაბორანტად (1990-1993);  გორის ეკონ. ინ-ტის (1989-1990) მასწავლებლად; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „თვითღირებულების შემცირების რეზერვები და გზები სამგზვრო გადაზიდვებში“ და მიენიჭა ეკონომიკის მეცნ, კანდ. კვალიფიკაცია (1992); არის თსუ-ის დოცენტი (1993-2006); არჩეული იქნა ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის ასოცირებულ პროფესორად (2006-დან). მ. მ. მონაწილეობს საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში; არის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2006-2009, 2014-დან); თსუ-ის სენატის წევრი;  40-ზე მეტი სამეცნ. სტატიისა და  რამდენიმე სახელმძღვანელოს თანაავტორი და ავტორი: „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის თვითღირებულების ფორმულირების გამოყენება“ (ბიზნესი და კანონმდებლობა, 2009, იანვარი, N 1); „ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის საკითხები Covid-19-ის პირობებში“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2022, N 1, ტ. 14); მდგრადი ფინანსური ანგარიშგების მიზანი და გამოწვევები“ (ეკონომისტი, 2025, ტ. 21, N 1).

თხზ.: (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): მაისურაძე, მ. (2005). ბუღალტრული აღრიცხვა: საერთაშორისო სტანდარტებით. თბ. ილისი, ISBN 9992804661; მაისურაძე, მ. (2009). ფინანსური  აღრიცხვა: დამხმარე სახელმძღვანელო. თბ., ევროპული უნ-ტი, ISBN 9789941013805; მაისურაძე, მ. (2013). ფინანსური  აღრიცხვა: სახელმძღვანელო. თბ.,   9789941055683.