- კატეგორიები: მათემატიკოსი
მაისაია ოთარ (20.III.1945, - 30.I.1999, თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა ქ. თბილ. № 31-ე საშ. სკოლა ოქროს მედალზე (1963), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი წარჩინებით (1968). უნ-ტში სწავლის პერიოდში იყო სახელობითი სტიპენდიის მფლობელი. ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1975). მუშაობდა თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის უწყვეტ ტანთა მექან. გან-ბაში უმცროს მეცნ. თანამშრომლად (1967-1978), წამყვან მეცნ. თანამშრომლად (1978-1981); ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის მათ. ფიზ. გან-ბაში წამყვან მეცნ. თანამშრომლად (1981-1990), მთ. მეცნ. თანამშრომლად (1990-1999). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 1 საკანდიდატო დისერტაცია, ბევრ მათემატიკოსს უწევდა კონსულტაციას საკვალიფიკაციო თემის მომზადებასა და სრულყოფაში. მან თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე წარუშლელი კვალი დატოვა თავისი მეგობრებში, პროფესორ მასწავლებლების და ყველა იმ ადამიანის მეხსიერებაში, ვისთანაც მას თავისი პროფესიული საქმიანობით გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა. მ. ო.-ის სამეცნ. ინტერესების სფერო იყო მრავალმხრივი და მოიცავდა კლასიკური და მომენტური დრეკადობის თეორიის დინამიკის, სტატიკის და ცალმხრივ შეზღუდვებიანი სასაზღვრო (სინიორინის ტიპის) ამოცანების გამოკვლევას, განზოგადოებული ამონახსნების არსებობის და ეთადერთობის საკითხების შესწავლას. მისი საკანდიდატო დისერტაცია ეხებოდა მრავალგანზომილებიანი დრეკადობის თეორიის შემთხვევაში სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანების გამოკვლევის ზოგადი მოდელის შექმნას. თხზ.: Maisaia, O. (1974) Investigation of the basic boundary value problems of the plane moment theory of elasticity. In: Publications on Problems of Continuum Mechanics. (Russian) Izdat. Tbilis. Univ., Tbilisi, 122 pp. [in Russian].