-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი
მაჰომეტოვი ალექსანდრე ამარის ძე (12. VI. 1917, სოფ. კუბაჩი, დაღესტანი — 17. VI. 2004) ენათმეცნიერი, ინჟინერი, მეცნიერი. დაამთავრა საქართვ. კიროვის სახ. ინდუსტრიული ინს-ტი (ამჟამად სტუ) ლითონთა მექან. დამუშავების სპეციალობით (1940). მუშაობდა ვორონეჟისა და მოსკოვის საავაციო ქარხნებში ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე (1940-1944); გადმოიყვანეს თბილ. სახელმწ. მატერ. რეზერვის საქართვ. სამმართველოში (1944-დან). როგორც დარგული ენის (კუბაჩური დიალექტის) მცოდნე. იგი ჩაირიცხა საქართვ. მეცნ. აკად. ენის ინ-ტის ასპირანტურაში კავკ. ენების სპეციალობით და დაიცვა დისერტაცია (1948). ამავე წლიდან გარდაცვალებამდე იგი წარმატებით და ნაყოფიერად მუშაობდა ენათმეცნ. (ყოფილი ენის) ინ-ტში ჯერ უმცროს, შემდეგ კი უფ. და წამყვან მეცნიერ მუშაკად. ავტორია 150-ზე მეტი ნაშრომისა, მათ შორის ოთხი ფუნდამენტური მონოგრაფიისა, რ-იც რამდენიმე დაღ. ენის სრული აღწერითი ანალიზია მოცემული: „კუბაჩური ენა“ (1963), „თაბასარანული ენა“ (1965), „აღულური ენა“ (1970) და „დარგუული ენის მეჰებური დიალექტი“ (1982); სისტემატურად მონაწილეობდა სხვადასხვა სახის კავკასიოლოგიურ შეხვედრებში, სამეცნ. სესიებსა და კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, რ-ებიც ტარდებოდა საქართვ., ჩრდ. კავკ., რუს. და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში; მონაწილე იყო ევროპის კავკასიოლოგთა საზ-ბის მიერ ჩატარებული კოლოკვიუმებისა პარიზში (1988), ლონდონში (1990), მარბურგში (1994). იგი ორგზის იყო მომხსენებელი და თანათავმჯდომარე ბონის უნ-ტის მიერ მოწყობილი კონფერენციებისა — „კავკასიური ენათმეცნიერების პრობლემები“ (1988, 1992); მონაწილეობდა აგრეთვე ლუნდის უნ-ტში (შვედეთი) მოწყობილ შეხვედრაში „საქართველოს დღეები“ და სხვ. იგი იყო ფილოლ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო: „კუბაჩური ენის თავისებურებანი“ (1948). სადოქტორო დისერტაციის თემა იყო: „თაბასარანული ენა“ (1965). მას აქვს მიღებული ივანე ჯავახიშვილის სახ. მედალი, იყო დაღესტნის რესპ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწე და საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): Магометов, А. (1963). Кубачинский язык. Мецниереба; Магометов, А. (1965). Табасаранский язык. Мецниереба; Магометов, А. (1970). Агульский язык: Исследование и тексты. Мецниереба; Магометов, А. (1982). Мегебский диалект даргинского языка: Исследование и тексты. Мецниереба.