მაჰომედბეკოვა ზაჰიდატ
მაჰომედბეკოვა ზაჰიდატ

მაჰომედბეკოვა ზაჰიდატ მაჰომედის ასული (1920, სოფ. ხუნზახი, დაღესტანი-1999) ენათმეცნიერი, დაღესტანოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა დაღესტნის პედ. ინ-ტი (1942), დაასრულა თსუ-ის ასპირანტურა აკად. არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით (1949). მუშაობა დაიწყო ბოტლიხისა და ვედენოს (დაღ.) საშ. სკოლის რუს. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად (1942-1946). მუშაობდა დაღესტნის პედ. ინ-ტსა და განათლების სამინისტროში (1950-1952). იყო თბილისის თეატრალური ინ-ტის სასცენო მეტყველების პედაგოგი (1967-1982), საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (1952-1999). გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი. (1970). იგი იყო ახვახურსა და კარატულ ენებზე პირველი სამეცნ. პუბლიკაციების ავტორი.

Махомедбекова, З. (1967). Ахвахский язык: Грамматический анализ, тексты, словарь. Мецниереба; Махомедбекова, З. (1971). Каратинский язык: Грамматический анализ, тексты, словарь. Мецниереба.