-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მაგრაქველიძე მაია გურამის ასული (08.X.1981, თბილისი), წარჩინებით დაასრულა თსუ–ის ბაკალავრიატი, თეორ. ფიზიკის მიმართულებით (2003). ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში გახლდათ სახ. სტიპენდიანტი (1999-2003). თსუ–ის ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ სწავლა გააგრძელა თსუ-ის მაგისტრატურაში და თეორ. კონდენსირებული ფიზიკის სპეციალობით მიიღო მაგისტრის ხარისხი (2003-2005). მოგვიანებით მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი კანზასის სახელმწ. უნ-ტში ექსპრიმენტალური ატომურ-მოლეკულური და ოპტიკური ფიზიკის განხრით (აშშ, 2009). ამავე უნ-ტში მიენიჭა ფიზიკის დოქტორის ხარისხი (PhD) თეორ. ატომურ-მოლეკულური და ოპტიკური ფიზიკის განხრით (2013). დისერტაციის თემა:,,ორატომიანი მოლეკულების დისოციაციის დინამიკა ინტენსიურ ლაზერულ ველებში“. დოქტორის ხარისხის მინიჭების შემდეგ მიწვეული იყო ნორსვესტ მიზურის უნ-ტში როგორც პოსტდოქტორანტი (2013-2014). მ. მ. მოღვაწეობდა მერი ვაშინგტონის უნ-ტში ასოცირებულ პროფესორის თანამდებობაზე (აშშ, ვირჯინია, 2016-დან), შემდგომ კაბრინის უნ-ტსა (2019-2023) და ტემპლის უნ-ტში (აშშ, პენსილვანია, 2023-24). ამჟამად მოღვაწეობს ვილანოვას უნ-ტში (აშშ. პენსილვანია). გამოქვეყნებული აქვს შრომები მრავალ, მაღალ იმფაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში როგორიცაა: „ Science Advances “; „Nature communications”; „Physical Review Letters” და სხვა. მათ შორის:,,Quantum–beat imaging of the nuclear dynamics in D2+: Dependence of bond softening and bond hardening on laser intensity, wavelength, and pulse duration” (Physical Review A 79, 033410, 2009); ,,Attosecond timing of asymmetric chemical bond breaking” (Nature Communications 4, 2177, 2013); ,,Correlation-driven attosecond photoemission delay in the plasmonic excitation of C60 fullerene” (Science Advances-11, eads 0494, 2025). მისი სამეცნ. ინტერესის სფეროებია: იონურ-მოლეკულური დისოციაცია; ულტრასწრაფი ლაზერები; ლაზერული სპექტროსკოპია. მინიჭებული აქვს რამდენიმე ჯილდო: კანზასის სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის გამორჩეული მაგისტრანტ-მკვლევარის ჯილდო (2013); მერი ვაშინგტონის უნ-ტის Chi Beta Phi-ის მე-7 ყოველწლიური ფაკ-ტის ჯილდო, რ-იც არის ინტერდისციპლინური მათ. და მეცნიერების საპატიო საზ-ების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის და რ-იც მიზნად ისახავს STEM დისციპლინების პოპულარიზაციას და აკად. მიღწევების აღიარებას. იგი გადაეცემა STEM დისციპლინების პროფესორს სწავლების მაღალი ხარისხისა და სტუდენტებთან აქტიური თანამშრომლობისთვის (2019); კაბრინის უნ-ტის სტუდენტური ორგანიზაციების ჯილდო - გამორჩეული სტუდენტური ორგანიზაციის მრჩეველი (2021).