-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი მთარგმნელი პუბლიცისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
მაღულარია გივი ნოეს ძე (20.V. 1926, თბილისი-20.IV.1995, თბილისი). მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი. დაამთავრა თბილ. მე-2 საშ. სკოლა (1944), სწავლა განაგრძო თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე (1945–1948 ). მ. გ. სტალინის პოლიტ. კრიტიკის გამო იქნა დააპატიმრებული და ციმბირში, ჯეზკანგანში გადაასახლებული (1948). მან რვა წელი დაჰყო სპეც. ბანაკში და რეაბილიტაციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში (1956). იმავე წელს სწავლა განაგრძო და დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1959). მ. გ. სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ-ის ჟურნალისტიკის კათედრაზე; თსუ-ის პრორექტორის თანაშემწედ სამეცნ. დარგში; ჟურნ. "ხელოვნებაში" თეატრ. განყ-ბის გამგედ. მ. გ.-მ დაიწყო ლიტ. მოღვაწეობა (1966). გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრ. (1968), შემდეგ კი პირველი წიგნი, ისტორიულ მოთხრ. კრებ. ,,მეამბოხენი“ (1973), პირველი წერილი “ჰაინრიხ ბიოლი”, რ-იც ჟურნ. “ცისკარში” დაიბეჭდა. მასვე ეკუთვნის მითოლ. რომანი ,,ცეცხლი ცისა და მიწისა“ (1975), მოთხრობები: ,,და განიყვნეს სამოსელი მისი“ (1970); ,,ძაფზე ჩამოკიდებული ფიფქები“ (1977); ,,დესპანი“ (1979); ესსე ,,ომარ ხაიამი“ (1977) და სხვა. თარგმნა ძვ. ეგვიპტური მითები, ფრანგ მწერალთა მოთხრ. და სხვ. იგი დაჯილდოვდა საქართვ. მწერალთა კავშირის პრემით მოთხრობისთვის "ბედი არ გინდა?! (1992).
თზხ.: მაღულარია, გ. (1982). ლიტერატურული პორტრეტები. თბ., მერანი, 1982; მაღულარია, გ. (1982). დაღამება ამა სოფლისა: მოთხრობა. თბ., ნაკადული; მაღულარია, გ. (1988). ვიღას შეაფაროს მიწამ თავი: მოთხრობა. თბ., ნაკადული; მაღულარია, გ. (1996). უკუქცევა: რომანი. თბ., მერანი.
ლიტ.: მაღულარია გივი ნოეს ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6. თბ., 1983. გვ. 507; მაღულარია გივი ნოეს ძე. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. თბ., 2023. გვ. 592.