-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სრული პროფესორი ემერიტუსი
მაღრაძე მურთაზ ვახტანგის ძე (18.V.1942, ხარაგაული, სოფ. ლეღვანი), ეკომონისტი, თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის ეკონ. და ბიზნესში ინფორმატიკული ტექნოლოგიების კათედრის სრული პროფესორი, ემერიტუსი. ჩაირიცხა თსუ-ის საინჟ.–ეკონ. ფაკ–ტზე (1961), საიდანაც გაიწვიეს საბჭ. არმიის რიგებში, დაბრუნების შემდეგ დაამთავრა ეკონ. ინფორმაციის მანქანური დამუშავების მექანიზაციის სპეციალობა (1965-1969). დაამთავრა ასპირანტურა(1972). იყო საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტის ეკონ. ინფორმატიკის კათედრის ასისტენტი (1973-1980), დოცენტი (1994), ინფორმატიკის კათედრის ხელმძღვ. (1994-2006), საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1980-1988), უფრ. მეცნიერ-თანამშრმელი (1988-1990). ეკონ. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად ეკონ. ინფორმატიკის კათედრაზე დაიცვა დისერტაცია:,,სოციალურ–ეკონომიკური პროცესების მართვის ინფორმატიზაცია (თეორია და პრაქტიკა)“. იყო ეკონ. და ბიზნესში ინფორმატიკული ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვ. (2000-2006), სრული პროფესორი (2006-2009). არის ეკონ. და ბიზნესში ინფორმატიკული ტექნოლოგიების კათედრის მოწვეული პროფესორი, ემერიტუსი (2009-დან). წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა დისციპლინაში. არის სამეცნ. ჟურნ. „ეკონომიკა და ბიზნესის“ რედკოლეგიის წევრი. მიღებული აქვს ღირსების მედალი (1998), ივ. ჯავხიშვილის სახ. მედალი (2010), ღირსების ორდენი (2013). ავტორია სამეცნ. სტატიების, მონოგრფიების, სახელმძღვანელოების.
თხზ.: მაღრაძე, მ. (2016). საბანკო საინფორმაციო სისტემები. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 978994126125; მაღრაძე, მ. (2018). ინფორმაციული მენეჯმენტი. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941261251; მაღრაძე, მ. (თანაავტორი). (2017). კათედრის მართვისა და ფაკულტეტზე კონკურსების ჩატარების ავტომატიზებული სისტემების შემუშავება და დანერგვა. თბ., ივერიონი, ISBN 9789941276927; მაღრაძე, მ. (2000). სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ინფორმატიზაცია: თეორია და პრაქტიკა. თბ, გამომც. ქრონოგრაფი, ISBN:9789941261725; მაღრაძე, მ. (2023). საინფორმციო სისტემები და ტექნოლოგიები ბიზნესში. თბ., უნივერსალი, ISBN9789941090943.