მაღრაძე ერმალო (14. XII. 1943, სამტრედია-12. XI. 2021, ქუთაისი). მსახიობი, რეჟისორი. მ. ე. დაამთავრა ზესტაფონის რკინიგზის საშ. სკოლა და გახდა თსუ-ის სტუდენტი (1963). მან სწავლა დროებით შეწყვიტა უნ-ტში და დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა: ,,ზესტაფონის საქკაბელში“, ,,ზესტაფონის სტამბაში“, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახ. თეატრში; კინოსტუდია ,,ქართულ ფილმში“, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ კი მეორე რეჟ. (1977); მოგვიანებით მ. ე.-მ დაამთავრა თსუ-ის ხელოვნების ფაკ-ტი, სცენარისტის სპეციალობით (1986). დააარსა კინოფირმა, ,,ერმალოფილმი“ (1992), მოგვიანებით გადადის ზესტაფონში და იქ აქტიურად იწყებს შემოქმედებით მოღვაწეობს (2000). იგი არის რეჟ. და სცენარისტი შემდეგი ფილმებისა: ,,შვეციის პრინცი იმერეთიდან“ (1995); ,,ჟამი მოლოცვისა" - დოკუმენტური ფილმი (2001); ,,სახელმწიფო სახელმწიფოში“ - დოკუმენტური ფილმი (2003); ,,საიმედო კავშირი“ - დოკუმენტური ფილმი (2004); ,,სიცოცხლის წყარო“ - დოკუმენტური ფილმი (2007), რეჟ. და ოპერატორი; ,,სიძე“ (2008) - სცენარისტი და ოპერატორი; ,,გზააბნეულნი“ (2013) - სცენარისტი და ოპერატორი; ,,აპოკალიფსი არ იქნება“ (2015) - სცენარისტი და ოპერატორი; ,,თეა“ (2017) - სცენარისტი, ოპერატორი, მონტაჟისა და მუს. გაფორმების ავტორი; ,,შემოქმედი“ (2018); გადაღებულია რამდენიმე ფილმში: ,,იმედის მწვანე კუნძული“ (1978); ,,უცხო“ (1988); ,,ორფეოსის სიკვდილი“ (1996); ,,გზააბნეულნი" (2013); ,,აპოკალიფსი არ იქნება“ (2015); ,,თეა“ (2017); ,,შემოქმედი“ (2018); ,,ეს დაიწყება საქართველოდან“ (2021).