მაღრაძე ერეკლე სლავას ძე
მაღრაძე ერეკლე სლავას ძე

მაღრაძე ერეკლე სლავას ძე (23.II.1985, თბილისი). დაამთავრა წარჩინებით ვ. კომაროვის სახ. ფიზ. მათ. სკოლა (2002), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების საბაკალავრო პროგრამა (2006);  სოხუმის სახელმწ. უნ-ტის ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამა (2009). მ. ე.-ს მიენიჭა დოქტორის ხარისხი გამოთვლითი ფიზიკის მიმართულებით სადისერტაციო ნარომზე: „Monitoring and Optimization of ATLAS Tier 2 Center GoeGrid“ (2016, გიოტინგენის უნ-ტი, გერმანია); მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (მეფი) სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე (2007-2008); გახდა CERN, ATLAS ექსპერიმენტის მეფი-ის  გუნდის წევრი და ჩაერთო ამ გუნდისთვის გამოთვლითი კლასტერის გამართვის პროექტში (2008-2011); სწავლა განაგრძო გოტინგენის გეორგ-აუგუსტის უნ-ტში, ფიზიკის მეორე ინ-ტში, სადოქტორო პროგრამაზე  (2011); გახდა გოტინგენის უნ-ტის CERN, ATLAS ექსპერიმენტის კვალიფიციურ ავტორთა სიის წევრი (2012-დან). მ. ე.-ს სამეცნ. კვლევების სფერო: ზოგადი ხელოვნური ინტელექტი, ინფორმაციული თეორია, კვანტური გამოთვლები, მონაცემთა ინჟინერია, განაწილებული და პარალელური გამოთვლითი სისტემები; არის მრავალი ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე; 700-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ., ასევე განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „Automating ATLAS Computing Operations using the Site Status Board“ (J. Phys. Conf. Ser., 396, 032072, 2012); "Observation of a new particle in the search for the Standard Model Higgs boson with the ATLAS detector at the LHC“ (Phys.Lett.B, 716, 1-29, 2012); Automation of Large-scale Computer Cluster Monitoring Information Analysis“ (J. Phys.: Conf. Ser. 664, 5, 052024, 2015). მ. ე.-ს სადოქტორო მასალის ფარგლებში მომზადებული შრომები და პრეზენტაციები თემაზე „GRID კომპიუტინგის კლასტერის ეფექტურო მონიტორინგი ნეირონული ქსელებისა და არამკაფიო სიმრავლეების თეორიის საფუძველზე შექმნილი პროგნოზირების სისტემის გამოყენებით“ გახდა საერთაშ. კონფერენციებზე ბულგარეთსა (ვარნა, 2013) და იაპონიაში (ოკინავა, 2015) გამარჯვებული. მ. ე.-მ გაიმარჯვა Fulbright-ის მკვლევართა კონკურსში (2025) და მუშაობდა სან-დიეგოს უნ-ტის (კალიფორნია) სუპერკომპიუტინგის ცენტრში მკვლევარად; მ. ე. შეუერთდა ილიას სახელმწ. უნ-ტს ტექნოლ. და ინჟინერიის მიმართულებით (2018-დან); არის ბიზნესის, ტექნოლ. და განათლების ფაკ-ტის, ტექნოლ. სკოლის საერთაშ. აკრედიტაციის & განვითარების მენეჯერი და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვ. (2020-დან); სრული პროფესორი (2021-დან).