მაღრაძე დავით
მაღრაძე დავით

მაღრაძე დავით ელგუჯას ძე (28.VI.1962, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1984). იყო ჟურნ. "ნიანგის" თანამშრომელი (1984-1985); ჟურნ. "მნათობის" რედაქციის რედაქტორ-ლიტ. მუშაკი (1985-1991); თსუ-ის მეცნიერ-თანამშრომელი (1991); გაზ. "ლიტერატურული საქართველოს" მთ. რედაქტორის მოადგილე (1991-1992); ჟურნ. "ცისკრის" მთ. რედაქტორი (1992); საქართვ. კულტურის მინისტრი (1992-1995); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართვ. მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (1992-1995).  მრავალი კრებულის ავტორი. კალაბრიაში (იტალია) დაჯილდოეს პრემიით - "ანასილაოსი" და პრემიით – "ზინგარი"; რომში ჟიურის სპეც. პრიზი გადაეცა. იგი ლაურეატია "დონ ლუიჯი დილიეგროს" საერთაშ. პრემიისა. პოეტს რომში თანამედროვე ხელოვნების აკადემიამ წიგნისთვის "ექო", დიდი იტალიელი პოეტის, "ჯაკომო ლეოპარდის პირველი პრემია" – ოქროს მედალი გადასცა. შვედეთის აკადემიამ ლიტერატურაში ნობელის პრემიის ნომინანტად აღიარა (2011), ნობელის პრემიაზე მ. დ. შვეიცარიის სამმა ინ-ტმა წარადგინა, ნობელის კომიტეტს კი, საქართველოდან რეკომენდაციით მიმართა მწერალმა ჭ. ამირეჯიბმა. საქართვ. ახლანდელი ჰიმნის ტექსტის ავტორი. არის ქართ. პენ-კლუბის პრეზიდენტი. არჩეულია თბილ. საპატიო მოქალაქედ (2003). მიღებული აქვს პრემია "საგურამო"(2005) და საქართვ. სახელმწ. პრემია (2005).

თხზ.: მაღრაძე, დ. (1984). გულო, ჩადექ საგულესა : ლექსები. თბ., საბჭ. საქართველო; მაღრაძე, დ. (1987). მარულა : ლექსები. თბ., საბჭ. საქართველო; მაღრაძე, დ. (1990). შანდლის ასული : ლექსები. თბ., საქართველო; მაღრაძე, დ. (1994). ლექსები (კრებული). თბ., სამშობლოს; მაღრაძე, დ. (2001). მეფური ნაკლი. ლექსები. თბ., საარი, ISBN: 9992839295; მაღრაძე, დ. (2002). ნიკალა. თბ., საარი, ISBN: 999283952X; მაღრაძე, დ. (2004). SALVE . თბ., საარი, ISBN: 9994029363; მაღრაძე, დ. (2006). ქარი ფოთლების ბილეთს არიგებს : ლექსები. თბ., საარი, ISBN: 9994029924; მაღრაძე, დ. (2008). შეჩერდი წამო. ლექსები. თბ., 24 საათი, ISBN: 9789941903113; მაღრაძე, დ. (2008). შენთვის. ლექსები. თბ., საარი, ISBN 9789941136870;ISBN: 9789994060566.