მაღრაძე ბადრი
მაღრაძე ბადრი

მაღრაძე ბადრი არჩილის ძე (17.VI.1948, ქ. ქუთაისი), ქართვ. ფიზიკოსი. დაამთავრა თბილ. 55-ე საშ. სკოლა ვერცხლის მედალზე (1966), თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი წარჩინებით, სპეციალობით თეორ. ფიზ. (1971), თსუ-ის ბირთვული ფიზ. კათედრის ასპირანტურა (1971-1974). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1980). საქართვ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უმცროსი მეცნ. თანამშრომელი (1977-1986), მეცნ. თანამშრომელი (1986-1988),  უფრ. მეცნ. თანამშრომელი (1988-2006),  მეცნ. თანამშრომელი (2006-2017), მ. ბ. არის თსუ-ის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი (2018-დან). იგი მრავალი წელი თანამშრომლობდა რუსეთის ქ. დუბნის ბირთვის კვლევის გაერთ. ინ-ტის თეორ. ფიზ. ლაბორ. (1972-1974, 1988, 1998, 2000, 2006) და რუსეთის ქ. სერპუხოვის მაღალი ენერგიების ფიზ. ინ-ტის მეცნიერებთან (1978-1979). იყო მოკლე ვადით (1 თვე)  მიწვეული მკვლევარი ინგლისის ქ. მანჩესტერის უნ-ტის შუსტერის ლაბორატორიაში, გამოვიდა მოხსენებებით სემინარებზე ამ ლაბორატორიაში და ლონდონის საიმპერიო კოლეჯში (2000). არის მაღალი კვალიფიკაციის და ფართო დიაპაზონის მქონე მკვლევარი ველის კვანტური თეორიის დარგში. მან შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი ერთობლივ კვლევებში:დამუშავებული იქნა ვირტუალური კომპტონ-ეფექტის ამპლიტუდისთვის ბეტე-სოლპიტერის განტოლების ამოხსნის ახალი მეთოდი უშუალოდ მინკოვსკის სივრცეში; კვანტურ ქრომოდინამიკაში შესწავლილი იქნა  კვარკის კონფაინმენტის და კირალური სიმეტრიის დინამიურ დარღვევის მოვლენები არაპერტურბაციული შვინგერ-დაისონის განტოლებებით. მან ასევე განავითარა ანალიზური (დისპერსიული) მიდგომა პერტურბაციულ კვანტურ ქრომოდინამიკაში, რ-იც გამოიყენა ტაუ-ლეპტონის ადრონული დაშლების აღსაწერად. იპოვა  პერტურბაციული ქრომოდინამიკის რენორმ-ჯგუფის განტოლების ზუსტი ანალიზური ამონახსნი მორბენალი ბმის მუდმივასთვის მე-2 რიგში. ეს ამონახსნი ფართოდ გამოიყენება   გამოთვლებში. მიღებული აქვს 11 საერთაშორისო გრანტი. მ. ბ. კითხულობდა სპეცკურსს თსუ-ის სტუდენტებისთვის რენორმჯგუფის განტოლებები ველის კვანტური თეორიაში (1991), პრაქტიკუმს ველის კვანტურ თეორიაში დოქტორანტებისთვის საპატრიარქოს ქართ. უნ-ტში (2009-2010), ლექციებს მაგისტრანტებისთვის “რენორჯგუფის განტოლებები ველის კვანტურ თეორიაში“ თსუ-ში და საპატრიარქოს ქართ. უნ-ტში (2010-2011). აქვს 37 სამეცნ. პუბლიკაცია, საერთო ციტირებებით  358.