მაღნარაძე ნინო გიორგის ას
მაღნარაძე ნინო გიორგის ას

მაღნარაძე ნინო გიორგის ას (4.I.1918, სენაკი - 24.VII.1992, თბილისი), წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1934) და იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ის ასპირანტურაში ცის მექანიკის სპეციალობით. პ. შტენბერგის სახ. სახელმწ. უნ-ტში დაიცვა დისერტაცია ფიზ-მათ. მეცნ. კანდიდატის სამეც. ხარისხის მოსაპოვებლად (მოსკოვი, 1947). იმავე ინ-ტში დაიცვა სადოქტორო დისერტაციაც (1966). პედ. მოღვაწეობა მ.ნ.-მ თსუ-ში დაიწყო ჯერ მასწავლებლად (1941), შემდეგ დოცენტად (1949) და პროფესორად (1966).  მისი მეცნ. მუშაობის სფერო იყო ცის მექანიკა. კერძოდ, მისი დარგი ასტროდინამიკა, რ–იც  შეისწავლის მასის მქონე ნაწილაკის მოძრაობას მრავალი სხეულის გრავიტაციულ ველში. ამ მიმართულებით მას მიღებული აქვს მნიშვნელოვანი შედეგები. კერძოდ, გამოიკვლია ნიუტონის გრავიტაციულ ველში ცვლადმასიანი სხეულების მოძრაობის პირდაპირი და შექცეული, რეგულარული და არარეგულარული ამოცანები რეაქტიული ძალებისა და ატმ. წინააღმდეგობის გათვალისწინებით. ათეული წლების განმავლობაში მნიშნელოვან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ასტრონომიის კათედრაზე. კითხულობდა წამყვან კურსებს ცის მექანიკის სფეროში, აგრეთვე სპეც. კურსებს, ხელმძღანელობდა კათედრასთან არსებულ ასტრონომიულ სიახლეთა სემინარს და სტუდენტთა სამეცნ. წრეს.