მაღნარაძე ლეო (ლევან)  გიორგის ძე
მაღნარაძე ლეო (ლევან) გიორგის ძე

მაღნარაძე ლეო (ლევან) გიორგის ძე (22.VI.1913 სოფ. ახალი სენაკი-06. II. 2002 თბილისი), მათემატიკოსი, მექანიკოსი და პედაგოგი, თსუ-ის პროფესორი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1986).   დაამთავრა თსუ (1934). იყო : თსუ-ს ასისტენტი, დოცენტი, პროფ. და  მექან.-მათ. ფაკ-ტის დეკანი  (1935-1966); პარალელურად იყო  თბილ. გეოფიზიკის ინ-ტში და ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინ-ტში (1935-1936); თსუ  გამოყენებითი მათ. ინ-ტის, მათ. და ფიზ. დიფერენციალური და ინტეგრალური განტ-ებების განყ-ების გამგე (1967-1988) . ის  იკვლევდა ბეტყელი დრეკადობის თეორიის ძირითად სასაზღვრო ამოცანებს, აგრეთვე - მათ.-ფიზ.-ის ძირითად სასაზღვრო ამოცანებს. მან დაამტკიცა, რომ  ნ. მუსხელიშვილის ინტეგრალური განტოლებები ძალაშია კუთხოვანი წერტილების მქონე ბრტყელი კონტურებისათვის; გამოიყვანა თვითმფრინავის ფრთის ახალი ინტეგრალური განტოლება და მოგვცა ზოგიერთი წრფივი ჰიპერბოლური ტიპის დიფერენციალური განტოლების კოშის ამოცანათა ეფექტური ამოხსნა; მოგვცა არასტაციონარული და არაერთგვაროვანი ველების წრფივ დიფერენციალურ განტოლებათა ამოხსნის ზოგადი წარმოდგენა ჰარმონიული და ანალიზური ფუნქციების საშუალებით; გამოიკვლია ზოგიერთი არასტაციონარული განტოლების რეგულარული ამოხსნა ბანახის სივრცეში, ზიგმუნტის უტოლობა განზოგადებული შეუღლებული ფუნქციისათვის, რომლებიც წარმოიდგინება სტილტიესის სინგულარული ინტეგრალებით და სტილტიესის სინგულარული ინტეგრალი მთავარი მნიშვნელობის განზოგადებული აზრით.  იყო  საქ. მათ. საზ-ების, პრეზიდენტი (1976-1993) , ის დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის მედლით (1983) და არის საქ. მეცნ. დამს. მოღვაწე  (1974)

ლიტ.: მაღნარაძე ლეო. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. (1983). ტ. 6, გვ. 506; მაღნარაძე ლეო. საქართველო:  ენციკლოპედია. (2023). ტ.5, გვ. 589.