მაღლაკელიძე რობერტ ვასილის ძე
მაღლაკელიძე რობერტ ვასილის ძე

მაღლაკელიძე რობერტ ვასილის ძე (28. IX. 1952, ზესტაფონი), გეოგრაფი, ლანდშაფტმცოდნე, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი (1989). გეოგრ. აკად. დოქტორი (2007). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ნიადაგების გეოგრ. და ნიადაგთმცოდნეობის სპეციალიზაციით (1975). მ. რ. მუშაობდა თსუ-ის ფიზ. გეოგრ. კათედრასთან არსებულ მარტყოფის ფიზ.-გეოგრ. სტაციონარზე ჯერ ლაბორანტად, შემდეგ უფროს ლაბორანტად და უფრ. ინჟინრად (1972-დან), შემდეგ ფიზ. გეოგრაფიის კათედრის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი და დოცენტი გახდა. ხელმძღვანელობდა თსუ-ის აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობების შემსწავლელ ლაბორატორიას (2006-2012). შეთავსებით მუშაობდა გორის სახელმწ. უნ-ტის დოცენტად და თსუ-ის სოხუმის ფილიალის უფრ. მასწავლებლად. ამჟამად არის თსუ-ის საქართვ. გეოგრ. და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრის ასოცირებული პროფესორი (2004-დან). მ. რ. მრავალი ექსპედიციის მონაწილეა როგორც საქართვ-ში, აგრეთვე საზღვარგარეთ. მონაწილეობდა კომპლექსურ-გეოგრ. ექსპედიციებში (1975-2025): ციმბირის ტაიგაში – მდ. ჩუნის აუზში, ტუნდრაში – მდ. პიასინის  აუზში, ბაიკალისპირეთსა და ხამარდაბანის ქედზე,  კრასნოიარსკის, ნოვოსიბირსკის, ნორილსკის მიდამოებში, ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე, ბესკიდებში (პოლონეთში), კარპატებში (უკრაინაში), მდ. რეინის აუზში (გერმანიაში), დალმაციის რეგიონში (ხორვატიაში). ასევე მონაწილეობას იღებდა ექსპედიციებში საქართვ. თითქმის ყველა მთიან რეგიონში – სვანეთი, ხევსურეთი, ხევი, მთიულეთი, თუშეთი, რაჭა, სამცხე-ჯავახეთი.  მ. რ.-ის აქვს სტაციონარული და ნახევრად სტაციონარული კვლევების 15-წლიანი გამოცდილება მარტყოფისა და იალნოს სტაციონარებზე. მიღებული აქვს მონაწილეობა იალნოს ნახევრად სტაციონარის დაარსებაში (ფუნქციონირებდა 1975-1986 წლებში). სტაციონარულ და ნახევრად სტაციონარულ კვლევებში მონაწილეობა აქვს მიღებული: კარპატებში ჩერნოგორიის სტაციონარზე, ლვოვის უნ-ტის ბრუხოვიჩის სტაციონარზე, ირკუტსკის ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის გეოგრ. ინ-ტის ჩუნაიარის სტაციონარზე. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ნიადაგების და ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების დღეღამური მდგომარეობები: ურთიერთკავშირის ანალიზი მარტყოფის სტაციონარის მონაცემების მაგალითზე“ (1983). ამჟამად კითხულობს ლექციებს: გეოგრ. შესავალში, ლანდშატურ-ეკოლოგიურ დაგეგმარებაში, ლანდშაფტების არქიტექტურასა და საველე გეოგრ. კვლევის მეთოდებში. ატარებს საველე პრაქტიკებს საქართვ. სხვადასხვა რეგიონში. ძირითად სამეცნ. ინტერესს შეადგენს გეოგრ. თეორიის,  ლანდშაფტების ესთეტიკის, დიზაინის,  არქიტექტურის, საქართვ. ლანდშაფტების გეოქიმიისა და გეოფიზიკის აქტუალური საკითხები. გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მათ შორისაა 4 მონოგრაფია და 2 საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო, 1 საველე სახელმძღვანელო. მ. რ.-ს არაერთ სამეცნ. კონფერენციასა და სიმპოზიუმში აქვს მიღებული მონაწილეობა, როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვარგარეთ: ესტონეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, ბულგარეთში, უკრაინაში, ხორვატიასა და რუსეთში. დღემდე ინარჩუნებს საერთაშ.  კონტაქტებს: უკრაინელ, ბალტიისპირელ, სომეხ, გერმანელ ჩეხ, ბულგარელ, ფრანგ, რუს კოლეგებთან. მ. რ. ალ. ჯავახიშვილის სახ. საქართვ. გეოგრ. საზ-ბის სამეცნ. საბჭოს  წევრი და შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავ-რეა, ამავე ორგანიზაციის ყოველწლიური სამეცნ. კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, საზ-ბის რეცენზირებადი ჟურნ. ,,კონფერენციის მასალები (2016-2017)’’ სარედაქციო კოლეგიის  წევრი. მ. რ. არის ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახ. საქართვ. კარტოგრაფიული ასოციაციის სამეცნ. საბჭოს  წევრი, საერთაშ. პერიოდული გამოცემის ,,კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალის“ სარედაქციო კოლეგიის  წევრი.

თხზ.: მაღლაკელიძე, რ. (თანაავტორი). (1999, 2001). საქართველოს გეოგრაფია: ნაწ. პირველი. სახელმძღვანელო არაგეოგრ. სპეციალობის სტუდენტებისათვის. საუნივერსიტეტო კურსი., გამომც. კაბადონი; Maghlakelidze R.V., Gogichaishvili G. (2007). Bioenergetic characterization of soils in natural landscapes of Georgia Herald of the Russian Academy of Sciences, Biology Series, #1, pp. 109-113; Маглакелидзе Р. (2017). Состояние почв и природно-территориальных комплексов: Анализ связей, Изд-во: «Универсал»; Nikolaishvili, D., Maghlakelidze, R., Tskvaradze, M.; Sartania, D., Tolordava, R. (2023, Volume 23.). Cartographic-geographical analysis of  "Vilayet Map of Gurjistan". Selected Papers of the 23rd International Multidisciplinary Scientific Geoconference SGEM 2023. Informatics Geoinformatics and remote sensing. ISSN1314-2704, ISBN 9786197603576;  მაღლაკელიძე, რ. (თანაავტორი). (2025). კომპლექსური გეოგრაფიული პრაქტიკა: (ძირითადი მარშრუტების აღწერა – საქართველო): საველე სახელმძღვანელო. გამოც. უნივერსალი.