მაღლაფერიძე თეიმურაზ ვასილის ძე
მაღლაფერიძე თეიმურაზ ვასილის ძე

მაღლაფერიძე თეიმურაზ ვასილის ძე (26.V.1936, სოფ. დვაბზუ — 2. II.1994, დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში), მწერალი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1959). აქვეყნებს თავის პირველ ნოველებს (1959). წიგნად გამოსცემს ვრცელ პროზაულ ნაწარმოებს „უშბა“ (1963). ავტორია რომანებისა: „წყურვილი“ (1973); „გაულ გავხე“ (1976); „ცხრაკარა“ (1979), ასევე მხატვრული ფილმების სცენარებისა: „მალე გაზაფხული მოვა“ (1967, თანაავტორები ო. იოსელიანი და ო. აბესაძე); „ცისკრის ზარები“ (1967); „ანარეკლი“ (1975); „ესკულაპეს მოწაფე“ (1979). მისი რომანი „წყურვილი“ თარგმნილია რუს. ენაზე.

თხზ.: მაღლაფერიძე, თ. (1988). სამი რომანი. თბ., საბჭ. საქართველო; მაღლაფერიძე, თ. (1989). სოლო სიმღერა შემოდგომაზე: მოთხრობები. თბ., მერანი; მაღლაფერიძე, თ. (2005). მარადი აწმყო: ნარკვევები ქართულ მწერლობასა და ინტელიგენციაზე. თბ., უნივერსალი; მაღლაფერიძე, თ. (2006).  პერსონალიები: ესეისტური პორტრეტები. თბ., უნივერსალი.