მაღალაშვილი ნინო ლევანის ასული
მაღალაშვილი ნინო ლევანის ასული

მაღალაშვილი ნინო ლევანის ასული (17. XI. 1918, თბილისი-12. IV.1991, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი, ასტრონომიის სპეციალობით (1945), რის შემდეგაც იმავე წელს მუშაობა დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. ყაზანის უნ-ტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ბნელებად ცვალებადი ვარსკვლავის-გველისმჭერის U- ელექტროკოლორიმეტრია (1947). მიენიჭა უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის (1954) და დოცენტის წოდება (1976). მან მეუღლესთან, იაკობ (კოკა) ქუმსიაშვილთან ერთად, საბჭოთა კავშირში პირველებმა წარმატებით დანერგეს ციური ობიექტების შესწავლის ელექტრული ფოტომეტრიის მეთოდი. მათ მიერ ჩატარებული კვლევები მოიცავდა როგორც ცნობილი ბნელებად-ცვალებადი ვარსკვლავების დეტალურ შესწავლას, ისე ახ. ცვალებადი ობიექტების აღმოჩენასა და მათი ცვალებადობის ხასიათის განსაზღვრას. მ. ნ. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშ. კოოპერირებულ დაკვირვებებში. მეუღლესთან ერთად მოაგროვა დიდი დამზერითი მასალა ცხელი ვარსკვლავების ფოტომეტრიაზე, რ-ის საფუძველზეც შესრულებული სამუშაო დაჯილდოვდა ბრედიხინის პრემიით. იგი იყო საერთაშ. ასტრონ. კავშირის წევრი და მნიშვნელოვანი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. იგი ეწეოდა პედ. მოღვაწეობას: თსუ-ის ასტრონომიის სპეციალობის სტუდენტებს უკითხავდა ცვალებადი ვარსკვლავების კურსს.

თხზ.: Магалашвили, Н. (1953). Электрофотометрия затменных переменных звезд RX Геркулес и Rs Лисички. Бюллетень Абастуманской астрофизической обсерватории, N 15, c. 3-15; Магалашвили, Н. (1959). Электрофотометрия затменных переменных звезд RR Рыси и Y Лебедя. Бюллетень Абастуманской астрофизической обсерватории. N.24, с.13-24; Магалашвили, Н. (თანაავტორი). (1960). Фотоэлектрические наблюдения затменной переменной VW Цефея. Бюллетень Абастуманской астрофизической обсерватории, N. 25, с. 97-103.