მაგაროტო ლუიჯი
მაგაროტო ლუიჯი

მაგაროტო ლუიჯი (Magarotto Luigi, 15.IX.1942, პადუა, იტალია), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ აქტიური თანამშრომლობისთვის, სამეცნ. ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გამოჩენილ მეცნიერს, იტალიელ ქართველოლოგს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (08.VII.2013).

მ. ლ.-მ ვენეციის უნ-ტი რუსული ენისა და ლიტერატურის კვლევის განხრით დაამთავრა (1970). იგი იტალიელი ლიტერატურათმცოდნე, სლავური ენების მკვლევარი და ქართველოლოგია.

მ. ლ.-მ ლონდონის აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლაში ქართ. ენისა და ლიტერატურის ერთწლიანი კურსი გაიარა (1975-1976). მან ვენეციის  უნ-ტში  სლავური ენების კვლევების ასისტენტ-პროფესორის (1975), ხოლო შემდეგ კავკასიოლოგიის კვლევების ასოცირებული პროფესორის სტატუსი მოიპოვა (1985). იგი ფლორენციის უნ-ტის რუს. ენისა და ლიტერატურის სრული პროფესორი იყო (1990). მ. ლ.-ს თანამედროვე ენების ფაკ-ტის ვიცედეკანის პოსტი ეკავა (1999-2002).

მ. ლ. ვენეციის კაფოსკარის ამერიკისმცოდნეობის, სლავური ენებისა და ესპანური ენის კვლევების დეპარტ. ხელმძღვანელია (2006).

მ. ლ.-მ  ქართ. პოეზიის ნიმუშები თარგმნა იტალიურ ენაზე. იგი არჩეულია საქართვ. მეცნ. აკადემიის  უცხოელ წევრად.