მაჭავარიანი თამარ გიორგის ასული (1947, თბილისი), ექიმი, მკვლევარი, მედიცინის დოქტორი. დაამთავრა თსსი-ს სამკურნ. ფაკ-ტი (1971). იყო რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში – ექიმ-ნევროპათოლოგი (1971-1975); საქ. მეცნ. აკად.-ის ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტ. მორფოლ. ინ-ტის ასპირანტი (1975-1978). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ღვიძლის მორფო-ფუნქციური თავისებურებანი ალოქსანური დიაბეტის დროს“ და მიენიჭა მედიცინის მეცნ. კანდიდატის ხარისხი (1981). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტის პათოლ. ანატომიის განყ-ბის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1978-1985), ამავე დეპარტ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1985-2004); პათოლ. ანატომიის დეპარტ. იმუნოჰისტოქიმიური ლაბორ. გამგე (2004-2005). ამჟამად არის თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლ. ინ-ტის კლინ. და ექსპერ. პათოლოგიის დეპარტ. მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006-დან). მისი კვლევის საგანს წარმოადგენს პანკრეასში მიმდინარე რეგენერაციული პროცესების შესწავლა დიაბეტის დროს ექსპერიმენტში. არის ჟურნ. „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“ სარედაქციო საბჭოს წევრი (1995-დან). გამოქვეყნებული აქვს 150 სამეცნ. ნაშრომი, 1 მონოგრაფია, მონაწილეობა მიღებული აქვს 34-ზე მეტ კონფერენციასა და კონგრესში. გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში: ,,გალექტინ-3 აქტიობა აორტის ანევრიზმის თანმხლები ანთებითი რეაქციების და კალციფიკაციის (იმუნოჰისტოქიმიური იდენტიფიკაცია) კერაში" (მაცნე = Известия = Proceedings, ტ. 48. N 4-6. ბიომედიცინის სერია,2022).
მაჭავარიანი თამარ გიორგის ასული