-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მაჭავარიანი ზაალ სოლომონის ძე (03.XII.1971). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1993). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ორელექტრონიანი ატომური სისტემების ორჯერადი იონიზაცია სწრაფი ელექტრონებით“ (1999). მუშაობა თსუ-ში უმცროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე (1998-დან). არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ატომის და ატომბირთვის ფიზიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-დან). არის 40 ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშ. გამოცემებში. მათ შორის: „Interference effects due to projectile target nucleus scattering in single ionization of H2 by 75-keV proton impact“ (PHYSICAL REVIEW A N 78, 2008); „Trions and biexcitons in ZnO/ZnMgO, CdSe/ZnS and CdSe/CdS core/shell nanowires’ (Physica E: Low-dimensional Systems and Nanostructures, 2019, N109); „Radiative recombination of an electron on two protons: oscillator strengths Eur“ (Phys. J. D, 2024, N 78, 59). პოსტ დოქტორანტურაში NATO ახალგაზრდა მეცნ. გრანტის ფარგლებში იმყოფებოდა ბელგიის ქ. ლუვენის კათოლიკურ უნ-ტში (2000-2001). სხვადასხვა დროს მიღებული აქვს DAAD, Fulbright და სხვა სტიპენდიები, რ-ის ფარგლებშიც ხანგრძლივი დროით მოღვაწეობდა როლას უნ-ტში (აშშ, 2008); მაქს პლანკის სახ. ბირთვული კვლევების ცენტრში პაიდელბერგში (გერმანია, 2012); GSI Helmholtzzentrum fur Schwerionenforschung GmbH (GSI ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევის ცენტრი GmbH) დარმშტატი (გერმანია, 2024) და სხვა. სამეცნ. ინტერესების სფერო: ელეტრონ-ატომური და იონ-ატომური არადრეკადი დაჯახებები, ერთ განზომილებიან (1D) ნანოსტრუქტურებში და ორგანზომილებიან (2D) ჰეტეროსტრუქტურებში ექსიტონური კომპლექსების (ექსიტონი, ბიექსიტონი) შესწავლა. თსუ-ში კითხულობს ლექციებს ატომისა და ატომბირთვის ფიზიკაში; თეორიულ ბირთვულ ფიზიკაში; სუბატომურ ფიზიკაში (2006-დან).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მაჭავარიანი, ზ. (2018). ატომური ფიზიკა: სახელმძღვ. უნ-ტის სტუდენტებისათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941137228.