მაჭავარიანი სოლომონ
მაჭავარიანი სოლომონ

მაჭავარიანი სოლომონ ზაალის ძე (01.V.1947, ქ. თელავში). წარჩინებით დაამთავრა  თელავის რუს. საშ. სკოლა (1965) და იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ეტზე (1965-1970). 1970 წლის 10 სექტემბრიდან განაწილებით დაიწყო მუშაობა საქართვ. სამეცნ. აკადემიის კიბერნეტიკის ინს-ში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად (15. 09.1970). მუშაობა თსუ-ის ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნ.-კვლ. განყ-ბაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (15.09.1972). იგი დაინიშნა ნახევარგამტართა სამეცნ,-კვლ. ლაბორატორიაში ინჟინრის თანამდებობაზე (12.11.1972), შემდეგ გადაყვანილია ამავე ლაბორატორიის უმცროს (01.12.1979) და უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე (17.10.1983-11.01.2006). მ. ს.-მა დაიცვა დისერტაცია თემაზე „ანიზოტროპული ოპტიკური ეფექტები სფალერიტის სტრუქტურის კრისტალებზე“ (1987). არის ათამდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი და სამეცნ. კონფერენციების მონაწილე.